Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » ძიპენსია იკუ
11:06 AM
ძიპენსია იკუ
ძიპენსია იკუ - რომლის ნამდვილი სახელი გახლდათ - სიგეტა სადაკაძუ,დაიბადა 1765 წელს,იაპონიის პრვინცია სურუგაში,სამურაების ტრადიციების მატარებელ ოჯახში.იგი წარმოადგენდა ედოს პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახალხო მწერალს,რომელიც ძირითადად მუშაობდა ლირიკული სატირისა და რომანების ჟანრში.ძიბენსიას ცხოვრების პირველი ეტაპის შესახებ ცნობები ძალიან მწირია.არსებობს ვერსია,რომ იგი ერთ-ერთი იაპონელი ფეოდალის კარზე მუშაობდა,თუმცა იქედან მალევე იქნა დათხოვილი.23 წლის ასაკში მიემგზავრება იაპონიის ქალაქ ოსაკაში,სადაც მუშაობა დაიწყო ქალაქის ერთ-ერთი ჩინოვნიკის ოდაკირის კარზე,თუმცა მალევე,სულ რამდენიმე თვეში,როგორც პირველ შემთხვევაში იქედანაც იქნა დათხოვილი.მიზეზები მისი სამსახურებიდან დათხოვნისა უცნობია.
1789 წელს მან აიღო ფსევდონიმად - ტიკამაცუ იოსიტი და ამავე ფსევდონიმით,ახალგაზრდა იაპონელ მწერალებთან - ვაკატაკე ფუმიესთან და ნამიკი სენიასთან ერთად წერს და აქვეყნებს პირველ პიესას,თოჯინების თეატრისათვის,სახელწოდებით - "კინოსიტი კაგაჰაძამის ბრძოლა".1794 წელს მიემგზავრება ქალაქ ედოში (თანამედროვე ტოკიოს ძველი სახელწოდება),სადაც ლიტერატურულ მუშაობას იწყებს უფროსი თაობის ადამიანების რომანის ჟანრში - კიბიოსუში.შემდგომი ოცი წლის მანძილზე აქვეყნებს 23 ნაწარმოებს.1801-1804 წლებში მუშაობდა სატირული ჟანრის ნაწარმოებებზე,რა დროსაც 1802 წელს აქვეყნებს ნაწარმოებს - "ტოკაიდოტიუ ჰიძაკურიგე"-ს,რომელმაც იმთავითვე უდიდესი წარმატება მოუტანა მწერალს.აღნიშნულ ნაწარმოებზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო,რომ 21 წლის მანძილზე იგი რამდენჯერმე იქნა გამოცემული.ძიპენსია იკუ თავისი შემოქმედებით,საკმაოდ დიდ ჰონორარებს იღებდა,რითაც მან შეძლო ფინანსური სიდუხჭირისაგან თავის დახსნა.მან მისი ლიტერატურული შემოქმედების მანძილზე 360 სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები დაწერა.იგი განსაკუთრებით ეხმარებოდა ახალი თაობის იაპონელ მწერლებს და არაერთხელ დახმარებია მათ,თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნებაში.რაც მწერალი ედოში გადავიდა,მას შემდეგ იგი იქ საცხოვრებლადაც დამკვიდრდა და მას შემდეგ ედოდან აღარსად წასულა.ძიპენსია იკუ გარდაიცვალა 1831 წლის 12 სექტემბერს და დაკრძალულ იქნა ტოიოინის მონასტერში (თანამედროვე ტოკიოს,ტიუოს რაიონი).
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1141 | დაამატა: balu | ტეგები: wonashi dakleba, ძიპენსია იკუ, gvarebis, zipensia iku, samkurnalo, advili dieta | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.