11:59 AM ეგვიპტური კალენდარი | |
ძველი ეგვიპტელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ,კალენდარულ დღეებს.ამიტომ მათ საკმაოდ ორიგინალური კალენდრები ჰქონდათ.კერძოდ მათ გააჩნდათ სამი სახის კალენდარი - ასტრონომიული,მთვარის და სამეურნეო.365 დღიანი სამეურნეო კალენდარი მოიცავდა სამ სეზონს,რომლებიც ოთხ ოთხი თავისაგან შედგებოდა.ასტრონომიული კალენდარი ვარსკვლავ სირიუსზე დაკვირვების მიხედვით იყო შედგენილი.იგი ყოველთვის წყალუხვობის სეზონზე გამოჩნდებოდა.ქურუმები მთვარის ცვალებადობას თვალს ადევნებდნენ და ამის მიხედვით ხვდებოდნენ,როდის შეიძლებოდა მთვარის ღვთაება ხონსუს პატივსაცემი ცერემონიის გამართვა.აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ,ამ კალენდარზე დღეები წითლად და შავად იყო შეღებილი.შავი ფერით ჩვეულებრივი დღეები ჰქონდათ მონიშნული,ხოლო წითელი ფერით კი არასასურველი,უიღბლო დღეები.მათი ძირითადი კალენდარი ვარსკვლავ სირიუსის ეფუძნებოდა. | |
|