4:21 PM ეკატერინე მედიჩი | |
საფრანგეთის ცნობილი დედოფალი და რეგენტი - ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი (1519-1589 წლები),არა მარტო ისტორიული მოვლენებით ცნობილი დედოფალია,არამედ სწორედ მას ეკუთვნის სიტყვა "ნიკოტინის" შემოღება ხმარებაში.ამის მიზეზი გახლდათ მისი უერთგულესი მსახური - ჟან ნიკო,რომელმაც ფრანგ დედოფალს "შორეული პორტუგალიიდან" გამოუგზავნა თამბაქო,რამაც დედოფლის დიდი ინტერესი გამოიწვია.აღსანიშნავია,რომ - ჟან ნიკო საფრანგეთის ელჩი გახლდათ პორტუგალიაში.ამავე პერიოდში 1560 წელს მან პირველი პარტია გაუგზავნა დედოფალს თამბაქოსი,ამასთან ერთად მასთან ერთად გაუგზავნა წერილი,რომელშიც ეწერა რეკომენდაცია,იმისა,რომ ქამბაქო შაკიკის საწინააღმდეგოდ შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა.მიუხედავად იმისა,რომ დედოფალმა ეკატერინემ მისი დანიშნულებისამებრ მოხმარება (მოწევა) ცხოვრების ბოლომდე ვერ შეისწავლა,დარწმუნებული იყო იმაში,რომ ეს მცენარე საუკეთესო საშუალება გახლდათ თვის ტკივილისა და სხვა დაავადების სამკურნალოდ. აღსანიშნავია ისიც,რომ ნიკოს საპატივცემულოდ მცენარემ სწორედ ეკატერინესაგან მიიღო სახელწოდება -"ნიკოტინი".შემდგომში კი მას მიიღო ლათინური სახელწოდება: "Nicotiana" უწოდეს.XIX საუკუნეში თამბაქოსაგან გამოყვეს ალკალოიდი,რომელსაც "ნიკოტინი" ეწოდა და ეს სიტყვა დღემდე ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში,რომელიც ერთთავად უსიამოვნო ასოციაციას იწვევს ყველა ჩვანგანში. | |
|