Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » ეპიკურე
10:30 PM
ეპიკურე
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,მორალისტი და ეპიკურიზმის ფუძემდებელი - ეპიკურე (ძვ.წ.აღ-ით 341-270 წლები),ათენში ჩასვლის შემდეგ ძვ.წ.აღ-ით 306 წელს,გადაწყვეტს გახსნას თავისი,კერძო ფილოსოფიური სკოლა.ამიტომ ეპიკურემ ათენშივე შეისყიდა სკოლისათვის - სახლი,მცირე ზომის ბაღთან ერთად.ბაღის შემოსასვლელში კი მოზრდილ კარებზე გააკეთა წარწერა,რომელზეც ეწერა:
"მგზავრო,აქ შენ თავს იგრძნობ კარგად; აქ სიამოვნებაა უმაღლესი სათნოება".
სწორედ ამ ბაღის მიხედვით ეწოდა შემდგომში ეპიკურეს ფილოსოფიურ სკოლას: "ეპიკურეს ბაღი" და აქედანვე წარმოიშვა დასახელება "ეპიკურელებისა" ანუ "ფილოსოფოსები ბაღიდან".აღსანიშნავია,რომ ეპიკურეს მიერ დაარსებულ ამ ფილოსოფიურ სკოლაში სავლა შეეძლოთ,როგორც მამაკაცებს,ასევე მანდილოსნებს,ახალგაზრდებს,მოხუცებს,მდიდრებს,ღარიბებსა და მონებსაც კი.ეპიკურეს კალამს ეკუთვნის 300-მდე ნაშრომი,წერილები და მსჯელობები,მათ შორის ყველაზე მთავარ ნაშრომად მიჩნეულია 37 წიგნად დაწერილი: "ბუნების შესახებ",რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტებად მოაღწია.ეპიკურეს უდიდესი მემკვიდრეობიდან დღემდე შემორჩენილია: "წერილი ჰეროდოტეს","წერილი პიფოკლეს" და სხვა ნამუშევრები სადაც იგი გამოხატავს თავის ფიზიკურ სწავლებებს - ასტროლოგიასა და მეტეოროლოგიაში.XIX საუკუნეში ვატიკანის უნიკალურ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი სახელწოდებით: "მთავარი აზრი",რომელიც ეპიკურეს გახლავთ,სადაც ასახულია ფილოსოფოსის ეთიკური ხედვები ფილოსოფიის შესახებ.მისი ერთ-ერთი ფილოსოფიური ხედვა,რომელსაც ძალიან ხშირად სთავაზობდა საკუთარ მოსწავლეებს მდგომარეობდა მეგობრობაში,იგი ამის შესახებ ამბობდა: "მეგობრობა განუსაზღვრელი დროით,ზრდის სცოცხლით ადამიანის ტკბობას".ძვ.წ.აღ-ით 270 წელს 72 წლის ასაკში თირკმელების საშინელი ტკივილის შედეგად,თუმცა სიკვდილის წინ მის მოსწავლეებს დაუბარა,რომ არასოდეს დავიწყებოდათ მათ "ეპიკურეს სწავლებები" და მართლაც,მისი გარდაცვალების შემდგომ ეპიკურეს ფილოსოფიურ ხედვებს უამრავი ფილოსოფოსი და სწავლული თანაეზიარა.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1782 | დაამატა: balu | ტეგები: epikure, istoriidan, ეპიკურე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.