Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » ეტი ჰილესუმი
7:04 PM
ეტი ჰილესუმი
ეტი ჰილესუმი დაიბადა 1914 წლის 15 იანვარს,ნიდერლანდების ქალაქ მიდელბურგში.იგი წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე იმ ნიდერლანდელ გოგონას,რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აწარმოა დღიური,რომელიც დღემდე მიიჩნევა - ანა ფრანკის მიერ წარმოებულ "დღიურებთან" ერთად,ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ძეგლად "ჰოლოკოსტის" შესახებ.ეტის მამა ნიდერლანდელი გახლდათ და იგი კლასიკური ენებისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო.დედა კი ებრაელი,რომელიც რუსეთიდან გახლდათ გაქცეული ნიდერლანდებში 1907 წელს,იქ მიმდინარე მასობრივი ძალადობებისაგან თავის დაცვის მიზნით (როგორც ცნობილია 1907 წელს რუსეთში ფართოდ იქნა გავცელებული სხვადასხვა ჯგუფების მიერ ადამიანების დევნა მათი რელიგიური,ნაციონალური და რასობრივი მოტივებით).უმაღლესი განათლება ეტიმ ამსტერდამის უნივერსიტეტში მიიღო,სადაც ფსიქოლოგიასა და სლავურ ენებს დაეუფლა.მის შინაგან სამყაროზე უდიდესი გავლენა იქონია XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტ-მოდერნისტის - რაინერ მარია რილკეს შემოქმედებამ.ომის დაწყების შემდგომ 1941 წლიდან - ჰილესუმმა დაიწყო დღიურის დაწერა,თუმცა 1942 წელს დღიურის წარმოება შეჩერდა,რადგან ეტი მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაკავებულ იქნენ გერმანელების მიერ,რის შემდეგაც 1943 წლის 7 სექტემბერს გადაგზავნილ იქნენ "სიკვდილის ფაბრიკად" წოდებულ - "ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში".ამავე წლის 30 ნოემებრს კი ეტი ჰილესუმი სიკვდილით იქნა დასჯილი.მის მიერ წარმოებული დღიურები და წერილები,სადაც ასახული იყო ის საშინელებები რასაც სჩადიოდნენ გერმანელი ფაშისტები,შემონახულ და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოქვეყნებულ იქნა კიდეც.აღნიშნული დღიურები და წერილები წარმოადგენენ უნიკალურ დოკუმენტებს.მათში ფართოდ არის წარმოდგენილი ეტის სულიერი წინააღმდეგობა - ნაციზმის და გენოციდის მიმართ.გარდა ამისა გადმოცემულია იმ საშინელი მოვლენების ეტისეული შეფასება და მისი ემოციური მდგომარეობა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ეტი ჰილესუმის მიერ წარმოებული დღიურები თარგმნილ იქნა არაერთ ენაზე და შეტანილ იქნა სხვადასხვა ენციკლოპედიებშიც.ნიდერლანდების ქალაქ დევენტერში,სადაც ეტი სკოლაში სწავლობდა,მოგვიანებით გაიხსნა მცირე ზომის მქონე მუზეუმი და ამავე ქალაქში აღმართულ იქნა მისი ძეგლიც.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 828 | დაამატა: balu | ტეგები: hilesumi, ეტი ჰილესუმი, ati | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.