Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » ევკლიდე ალექსანდრიელი
10:29 PM
ევკლიდე ალექსანდრიელი
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი და პირველი ავტორი ჩვენამდე მოღწეული თეორიული ტრაქტატებისა მათემატიკაში - ევკლიდე ალექსანდრიელი (ძვ.წ.აღ-ით 325-265 წლები),რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც "გეომეტრიის მამა",ეგვიპტის მმართველის პტოლემეოს I სოტერის (ძვ.წ.აღ-ით 305-283 წლები) მიწვევით,მისი სამეფო კარის მეცნიერი ხდება და ამასთანავე ალექსანდრიის სკოლის პირველი მათემატიკოსიც.აღსანიშნავია,რომ ევკლიდეს იმ ეპოქაში მეტსახელად "გეომეტრს" უწოდებდნენ.ეგვიპტის მეფეს - პტოლემეოსს დიდი სურვილი გაუჩნდა შეესწავლა გეომეტრია და ევკლიდეს ჰკითხა,თუ არსებობდა სწრაფი გზა,გეომეტრიის შესწავლისა,რომელიც თავად ევკლიდეს მიერ იყო დაწერილი,უმნიშვნელოვანესს ნაშრომში "საწყისები" (რომელიც 13 წიგნად იქნა დაწერილი),რაზეც გაოცებულმა ევკლიდემ პტოლემეოს მიუგო: "გეომეტრიაში სამეფო გზები არ არსებობს".დიდი მათემატიკოსი ევკლიდე ხშირად სვამდა კითხვას,რომელსაც თავად სცემდა პასუხს: "ნუთუ შესაძლებელია მეცნიერების შესწავლა მოსაწყენი იყოს? რაღა თქმა უნდა - არა".
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1036 | დაამატა: balu | ტეგები: aleqsandrieli, evklide aleqsandrieli, shuqura, ევკლიდე ალექსანდრიელი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.