Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » გაბრიელ ნოდეს ბიოგრაფიიდან..
4:19 PM
გაბრიელ ნოდეს ბიოგრაფიიდან..
ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი სწავლული,ეზოთერიკი და ბიბლიოთეკარი - გაბრიელ ნოდე (1600-1653 წლები),რომელიც კლასიკური ლიტერატურის,ფილოსოფიისა და მედიცინის შესანიშნავი სპეციალისტიც გახლდათ,იტალიელი კარდინალების - ჯოვანი ფრანჩესკო ბანის (1578-1641 წლები) და ფრანჩესკო ბარბერინის (1597-1679 წლები) მიერ მიწვეულ იქნა "მარადიულ ქალაქ რომში" ბიბლიოთეკარად.მოგვიანებით მან იმოგზაურა ევროპის ქვეყნებში 10 წლის მანძილზე შეკრიბა პირველი უნიკალური ბიბლიოთეკა პარიზის კარდინალის - ჟიულ მაზარინის (1602-1662 წლები) სასახლისათვის.ყოველივე აღნიშნული გაბრიელ ნოდემ შექმნა თავად კარდინალის ფინანსური დახმარებით და აღნიშნულ ბიბლიოთეკაში არა მარტო უნიკალური წიგნები,არამედ საკმაოდ ძვირფასი ისტორიული,რელიგიური და კულტურული ღირებულების მანუსკრიპტებიც იყო (დღესდღეობით აღნიშნული ბიბლიოთეკა - საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას წარმოადგენს).როგორც უდიდესმა ბიბლიოთეკარმა,სახელი გაბრიელ ნოდემ მოიპოვა მის მიერვე დაწერილი ტრაქტატით: "ინსტრუქციები ბიბლიოთეკის შესაქმნელად",რომელიც ავტორმა 1627 წელს გამოაქვეყნა.ამ ტრაქტატში გაბრიელი წერდა საკმაოდ ორიგინალურად ბიბლიოთეკის მოწყობის პრინციპებს და აღნიშნავდა,რომ: "მოუწესრიგებელად დალაგებული და შეკრებილი წიგნები არ შეიძლება ბიბლიოთეკად მივიჩნიოთ,რადგან ეს იგივეა შეიარაღებული ბრბო არმიად გამოაცხადო,ან კიდევ სამშენებლო მასალები უკვე აგებულ სახლად".გაბრიელ ნოდე გარდაიცვალა 1653 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აბვილში.მის მიერ შეკრებილი და მოგროვებული ბიბლიოთეკა კი საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის განუყოფელ ნაწილად იქცა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 814 | დაამატა: balu | ტეგები: გაბრიელ ნოდეს ბიოგრაფიიდან.., gabriel noder, biografiidan | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.