3:58 PM გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი - "ეპიზოდი" | |
რომის პირველი იმპერატორის,რომლის სახელსაც უკავშირდება მეორე ტრიუმვირატის შექმნა - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ.აღ-ით 63 - ახ.წ.აღ-ით 14 წლები) შესახებ,ფართოდ იყო გავრცელებული ერთი პატარა სახალისო ისტორია,რომლის თანახმადაც ერთ-ერთ პროვინციაში მოგზაურობის დროს,იმპერატორმა ოქტავიანემ შენიშნა ადამიანი,რომელიც ფიზიკურად ძალიან ჩამოჰგავდა მას,ამიტომ იგი მასთან მიიხმო და საკმაოდ უტაქტოდ გაეხუმრა: "თქვენი დედა რომში როდესმე ხომ არ ყოფილა?" გამვლელი მამაკაციც არ აღმოჩნდა მიუხვედრელი ადამიანი და აღნიშნულ უტაქტო ხუმრობას,უტაქტო ხუმრობითვე უპასუხა: "დედა ნამდვილად არასოდეს ყოფილა რომში,თუმცა მამა კი ხშირად დადიოდაო". აღნიშნულმა საკმაოდ ჭკვიანურმა პასუხმა - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსისა და დამსწრე საზოგადოების სიცილი გამოიწვია და გამვლელ მამაკაცს დიდსულოვნად აპატია იმპერატორისათვის ხუმრობა-ნარევი შეურაწყოფა.როგორც ისტორიკოსები ამბობენ ალბათ სწორედ მისი ამგვარი ხასიათის გამო მიაღწია ღრმა მოხუცებულობამდე და გარდაიცვალა ისევე,როგორც მისი ნატვრა იყო: "მშვიდად და უდრტვინებლად".ამასთანავე თავის ერშიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. | |
|