11:36 PM გიგანტური ყავისფერი მფურთხავი კობრა | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: ნამდვილი კობრები სახეობა: გიგანტური ყავისფერი მფურთხავი კობრა ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 2.7 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: აფრიკა (აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა: აღმოსავლეთ კენია, ჩრდილო-აღმოსავლეთ უგანდა, სამხრეთ ეთიოპია და სამხრეთ სომალია). საბინადრო გარემო: ბინადრობს მშრალ ადგილებში. გარეგნული აღწერილობა: ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მფურთხავი კობრა, რომლის ზომა ჩვეულებრივ 1.3 - 2.0 მეტრია, ხოლო მაქსიმალური ზომა დაფიქსირებულია 2.7 მეტრი კენიაში. ამ გველს აქვს საკმაოდ დიდი, მძიმე სხეული და განიერი თავი. სხეულის შეფერილობა მერყეობს ყავისფერიდან ნაცრისფრამდე. ყელი მუქი ყავისფერია. კვება: იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ბაყაყებით, ქვეწარმავლებით და სხვა გველებით. კბენიდან 3 კვირის შემდეგ გამრავლება: ინფორმაცია არ არის. ცხოვრების წესი და ქცევა: ინფორმაცია არ არის. შხამი: შხამი ძალიან გავს სხვა მფურთხავი კობრებს შხამებს. იგი შეიცავს პოსტ-სინაპტიკურ ნეიროტოქსინებსა და ციტოტოქსინებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვა მფურთხავი კობრებისგან განსხვავებით მსხვერპლს ერთ კბენაზე აწვდის უფრო დიდი რაოდენობით შხამს. შხამის თვალში მოხვედრისას პირველი რაც უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, არის მათი წყლით ან რაიმე სითხით ჩამობანა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სამუდამოდ დაბრმავდეს. დამატებითი ცნობები: ეს გველი აღმოაჩინეს სულ რამოდენიმე წლის წინ (2007 წელს) კენიაში და სახელი (Ashe's spitting cobra) დაარქვეს ჯეიმს ეშის საპატივცემულოდ. ამ გველს ადრე შეცდომით თვლიდნენ შავ ყელიანი მფურთხავი კობრას ის ვარიაციად, თუმცა ბიოლოგების - ვოლფგანგ ვუსტერის და დონალდ ბრედლის კვლევების შემდეგ დადგინდა რომ ჩვენს წინაშე იყო სრულიად ახალი სახეობა. | |
|