7:00 PM გიტარის" შესახებ.. | |
ყველაზე ძველი ცნობები,ისეთი სიმებიანი მუსიკალური საკრავისა,რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა თანამედროვე სახის გიტარას,ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით თარიღდება და მათი პირველი გამოსახულება "კინორას" სახით (შუმერო-ბაბილონური სიმებიანი მუსიკალური საკრავი),აღმოჩენილ იქნა ბარელიეფებზე,შუამდინარეთში არქეოლოგიური კვლევებისას.მიუხედავად ამისა გიტარის "სამშობლო" დღემდე დაუდგენელია და არის ვერსია,რომლის თანახმადაც იგი უძველესი საბერძნეთიდან უნდა იყოს წარმოშობილი.გარდა ამისა, გიტარის მსგავსი მუსიკალური ინსტრუმენტები ფართოდ იყო გავრცელებული ძველ რომში,ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში,თუმცა იქ მათი სახელები სხვადასხვაგვარი იყო,მაგალითად: ნაბლა,ნეფერი,ციტრა,სიტარი,კიფარა და სხვა.მოგვიანებით გიტარა მუსიკისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინსტრუმენტად იქცა და თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში მის გარეშე არსებობა წარმოუდგენელიცაა. პირველი ელექტროგიტარა გამოგონებულ იქნა 1931 წელს,ცნობილი ამერიკელი გამომგონებლებისა და კომპანია "Rickenbacker"-ის დამფუძნებლების - ჟორჟ ბოშამომისა და ადოლფ რიკენბერკერის მიერ.თუმცა მათ მიერ შექმნილ ელექტროგიტარის კორპუსი ლითონისგან იყო დამზადებული. ხის კორპუსის მქონე ელექტროგიტარა კი პირველად დამზადებულ იქნა,გამოჩენილი ამერიკელი გამომგონებლის - ლეო ფენდერის და მუსიკოსის - ლეს პოლის მიერ 1950-იან წლებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. პირველი ბას-გიტარა დამზადებულ იქნა 1950-იან წლებში და მისი ავტორი გახლავთ,ზემოთ აღნიშნული ამერიკელი გამომგონებელი - ლეო ფენდერი და მისი კომპანია - "Fender Electric Instrument Manufacturing Company". ჟურნალ "Rolling Stone"-ს ვერსიის თანახმად,XX საუკუნის ყველაზე დიდ გიტარისტად დღემდე მიჩნეულია,უდიდესი ამერიკელი გიტარისტ-ვირტუოზი - ჯიმი ჰენდრიკსი (1942-1970 წლები). ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის Queen-ის დიდი გიტარისტი - ბრაიან მეი,საკუთარ გიტარაზე არასოდეს უკრავდა მედიატორით.იგი ამისათვის ყოველთვის იყენებდა 6 პენსიან მონეტას.აღნიშნული მონეტების გამოცემა დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შეწყდა,თუმცა 1993 წლის მსოფლიო ტურნესათვის,დიდი ბრიტანეთის სამონეტო სახლმა სპეციალურად ბრაიან მეისათვის დაუშვა გამონაკლისი და გამოსცა 6 პენსიანი მონეტების სერია. ერთ-ერთი საქველმოქმედო აუქციონისას 2,8 მილიონ დოლარად გაყიდულ იქნა,მსოფლიოში ცნობილი 19 გიტარისტის ავტოგრაფიანი გიტარა,სახელწოდებით - "Fender Stratocaster".აღნიშნული გიტარა დღემდე გაყიდულ სხვა გიატარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გიტარაა მსოფლიოში. ყველაზე ძვირადღირებულ სერიული გამოშვების გიტარად მოჩნეულია - "Fender Midnight",რომლის თითოეული ეგზემპლარის ფასი 90 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. მრავალი გარდაცვლილი გიტარისტის საფლავზე,გამოსახულია ის გიტარები,რომლებზეც ისინი უკრავდნენ: ჯიმი ჰენდრიქსის საფლავზე გამოსახულია,მისი უსაყვარლესი "Stratocaster"-ის გიტარა. ბრიტანელი მუსიკოსის კრის ბლეკის "სიყვარული" კი იმდენად დიდი გამოდგა გიტარის მიმართ,რომ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,1995 წელს Fender Stratocasteris ფირმის გიტარაზე "დაქორწინდა". | |
|