Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 13 » გოგრა/კვახი - gogra / kvaxi
10:42 PM
გოგრა/კვახი - gogra / kvaxi
გოგრა (Cucurbita) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. აქვს დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. ისხამს საკმაოდ დიდ სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა. გოგრის სამშობლოა ამერიკა. მისი 13 სახეობიდან ფართოდაა კულტივირებული ერთწლოვანი 3 სახეობა: მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა, რომლისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები - თეთრი თაფლა 611, მსხვილნაყოფა 1 და სხვა; მაგარკანიანი ანუ ჩვეულებრივი გოგრა (ხოკერა, საქართველოში ძველთაგანვეა გავრცელებული). არის სუფრისა და დეკორატიული ჯიშები. ამ სახეობას ეკუთვნის ყაბაყი და პატიოსონი. მუსკატური ანუ ჯავზის გოგრა (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში). მისი ჯიშებია: კაშგარის 1644, ლენინაბადისა და სხვა. გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. არსებობს გოგრის ბევრი მსხვილნაყოფა საკვები ჯიში. ამრავლებენ როგორც ჩითილით, ასევე თესლით. თესლი ღივდება 13°C ტემპერატურაზე. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქ ნიადაგზე. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე ზოგჯერ 1000 ც-ს აღემატება.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 3513 | დაამატა: balu | ტეგები: გოგრა, simagleshi zrdistvis kvaxi kargia, kvaxis tvisebebi, კვახი, gogra, gogris momzadeba, kvaxi | რეიტინგი: 1.0/2
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.