4:16 PM ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - "ეპიზოდი" | |
ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალი ქალი,რომელიც ავტორია მსოფლიოში გახმაურებული რომანისა: "ბიძია თომას ქოხი" - ჰარიეტ ბიჩერ სტოუ (1811-1896 წლები),რომელ ნაწარმოებშიც აღწერილია აფრო-ამერიკელების იმ პერიოდის მონური ყოფა-ცხოვრება,ძალიან დიდი და გავლენიანი ნაწარმოები აღმოჩნდა არა მარტო ამერიკაში,არამედ დიდ ბრიტანეთშიცროგორც ცნობილია აღნიშნულმა რომანმა დიდი ბიძგი მისცა მონობის წინააღმდეგ მებრძოლთა ძალებს,რამაც ქვეყნის სამხრეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.1861-1865 წლებში ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი,რომელიც ცნობილია "სამხრეთისა და ჩრდილოეთის ომის" სახელით.ეს გახლდათ ომი ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის.1832 წლის 25 ნოემბერს ჰარიეტ ბიჩერ სტოუ შეხვდა ამერიკის რიგით მე-16 ლეგენდარულ პრეზიდენტს - აბრაამ ლინკოლნს (1809-1865 წლები).მათი შეხვედრისას აბრაამი ჰარიეტს შემდეგი სიტყვებით მიესალმა: "ესე იგი თქვენ ბრძანდებით ის პატარა ქალბატონი,რომელმაც დაწერა ის წიგნი რომელმაც დაიწყო ეს დისდი ომი".და ამ სიტყვებში მართლაც სჩანდა ჭეშმარიტების მარცვალი,რადგან მისმა ნაწარმოებმა უდიდესი გავლენა იქონია იმ დროინდელ საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებაზე. | |
|