Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » "HONDA" - "ეპიზოდი"
10:34 PM
"HONDA" - "ეპიზოდი"
მსოფლიოში ცნობილი იაპონური საერთაშორისო სამრეწველო კომპანია,რომელიც პირველ რიგში ცნობილია,როგორც მწარმოებელი "ავტომობილებისა" და "მოტოციკლების" - "HONDA",დაარსებულ იქნა 1946 წელს,ცნობილი იაპონელი "Honda motor Corporation" დამაარსებლის - სოიტორო ჰონდას (1906-1991 წლები) მიერ.ამ კომპანიის განვითარების ისტორია,მართლაც ძალიან საინტერესო ფაქტის მატარებელია.ერთ-ერთ ინტერვიუში სოიტორო ჰონდა იხსენებდა:

"1951 წელს მე და ჩემმა კომპანიონმა - ფუჯისავამ,მივმართეთ ბანკ "მიცუბიშს",რათა ჩვენთვის კრედიტი გამოეყოთ კომპანიის განვითარებისათვის.თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და,როდესაც თანხა კომპანიაში ჩავდევით,მოვაწყვეთ დიდებული ბანკეტი.სანამ მოწვეული სტუმრები (მათ შორის ბანკის თანამშრომლებიც) სვამდნენ და ჭამდნენ,მე და ჩემი კომპანიონი,სპეციალურად დადგმული პატარა სცენიდან,მათ ვართობდით,ვუყვებოდით ანეგდოტებსა და სახალისო ისტორიებს და საღამომაც შესანიშნავ (მხიარულ) ატმოსფეროში ჩაიარა.სულ მალე,რამდენიმე დღეში ისევ დაგვჭირდა თანხის გამოტანა ბანკიდან,ამიტომ ჩემი კომპანიონი - ფუჯისავა,კვლავ მიადგა ბანკს კრედიტის გამოსატანად და ამასთანავე ღრმად ვიყავით დარწმუნებული,რომ კრედიტის აღება არ გაგვიჭირდებოდა,თუმცა ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როდესაც ბანკმა ოფიციალური რეზოლუციით მოგვმართა.მასში კი სიტყვა-სიტყვით ეწერა:
"ბანკმა არ შეიძლება ენდოს ფირმას,რომელსაც "ორი ჯამბაზი" ხელმძღვანელობს.
მიუხედავად ამისა,ჩვენ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და მაინც შევძელით ჩვენი კომპანიის უმაღლეს დონეზე განვითარება.
კატეგორია: ავტო | ნანახია: 939 | დაამატა: balu | ტეგები: HONDA - ეპიზოდი, hondas istoria, ჰონდას ისტორია, მანქანების იტორია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.