3:53 PM იამატო-ნადეშიკო | |
იამატო-ნადეშიკო" - ინგლისურ ენაზე "Yamato nadeshiko",იაპონური ენიდან ითარგმნება,როგორც "იაპონური მიხაკი".იგი წარმოადგენს იდიომატიკურ გამოსახულებას იაპონურ ენაში,რომელიც აღნიშნავს პატრიარქალურ იდეალს ქალისა,ტრადიციულ იაპონურ საზოგადოებაში.მას ასევე მოიხსენიებენ სხვადასხვა სახელებითაც - "იაპონელი ქალი","იაპონიის ქალიშვილი","იაპონური ქალურობის ყვავილი" და "იდეალური იაპონელი ქალი".ასეთ ქალებში მიჩნეული იაპონელი მანდილოსნებისათვის,უმთავრესი და ყველაზე უმაღლესი ინტერესი ოჯახია.შესაბამისად,ყველა საკითხში იგი ლიდერობას,ოჯახის მამრობითი სქესის წარმომადგენელს ანიჭებს.მასში თავმოყრილი უნდა იყოს - ერთგულება,სიბრძნე,მორჩილება,სახლის მეურნეობის წარმართვის კარგი უნარი,თავაზიანობა,სათნოება და ქალურობა.მან არ უნდა გაანაწყენოს მეუღლე,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ის დამნაშავეა და უნდა ეცადოს თავისი გონიერებით გამოსავალი ეძიოს მის გასასამარტლებლად.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, "იამატო-ნადეშიკო"-ს იდეალი,ჩართული იყო საომარ პროპაგანდაშიც კი: ასეთი ტიპის ქალი,ვალდებული გახლდათ მორჩილად გადაეტანათ ვნებები,სიღარიბე თუ სხვა გასაჭირი მეუღლესთან ერთად,იქნებოდა ის სამხედრო პირი თუ საზოგადოების სხვა ფენის წარმომადგენელი.გარდა ამისა,"იამატო-ნადეშიკო" მუდმივად მზად გახლდათ ჩართულიყო ბრძოლაში და საკუთარი სიცოცხლე გაეღო ოჯახის,ღირსების,პატიოსნებისა და სამშობლოს გადარჩენისათვის. | |
|