Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 27 » იაპონური ჩაის დალევის მეთოდი
10:35 PM
იაპონური ჩაის დალევის მეთოდი
არსად,არცერთ ქვეყანაში ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ჩაის სმის კულტურას,როგორც ჩინეთსა და იაპონიაში.მსოფლიოს ხალხებს ჩაის კულტურის დალევის უამრავი მეთოდი აქვთ.იაპონელები მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულები არიან.აქ არსებობს ერთგვარი სპეციალური ჩაის ცერემონია,რომელსაც - ტიანო-იუს უწოდებენ და არსად მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.უკვე ასწლეულია იაპონელები ჩაის მიირთმევენ.თავიდან ისინი ადგილობრივ დაბალი ხარისხის ჩაის სვამდნენ,თუმცა მალე ჩინური მაღალი ხარისხის ჩაით დაიწყეს სარგებლობა და რადგან ჩინეთში მაღალი ხარისხის ჩაი ძალიან ძვირი ღირდა,ის მცირე რაოდენობით შედიოდა ქვეყანაში.ამიტომ მას უფრო მაღალი წრის მდიდარი საზოგადოება მოიხმარდა.იაპონელთათვის იმდენად მნიშვნელოვანი კუტურა გახლდა ჩაი,რომ ისტორიაში საუკეთესო ჩაის დამამზადებლის სახელიც კი შემორჩა.იგი გახლდათ ცნობილი ჩაის დამზადების ოსტატი და ტრადიცია ტიუდოს ფუძემდებელი - სენო სოეკი (1521-1591 წლები),ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც - რიკიუ.მან სამოცდაათი წელი იცოცხლა და თავისი მბრძანებლის ბრძანებით,რიტუალური თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.დღესდღეობითაც ჩაის სმის კუტურა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს და იაპონელთა უსაყვარლესი სასმელი მწვანე ჩაი ო-ტიაა.მას ისინი ყოველთვის ყოველგვარი დანამატების (შაქარი,ლიმონი) სვამენ,მხოლოდ ჭამის შემდეგ.ასევე მათი საყვარელი სასმელი გახლავთ შავი ჩაი - კოტია,რომელიც მზადდება ბრინჯისაგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელის - საკესაგან.ისინი ჩაის სვამენ ძალიან ნელა და არშანიშნავია,რომ მათ ბევრი მეთოდი ჩაის დალევის კულტურისა ჩინური ჩაის სმის ტრადიციებიდან აქვთ გადმოღებული,მაგალითად უსახელურო ჩაის ჭიქები.იაპონელები ჩაის არა უმეტეს 60 გრადუსზე ადუღებენ და დამზადების შემდეგ ძალიან ნელა სვამენ (შესაძლოა მთელი საღამოს განმავლობაშიც კი).ჩაის კუტურა ერთგვარ იაპონურ რეგალიადაც კი იქცა მსოფლიოში.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1002 | დაამატა: balu | ტეგები: chai iaponiashi, chais dalevis metodi, იაპონური ჩაის დალევის მეთოდი, iaponuri chai | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.