Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » იგავები

სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი IX

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1490/თარიღი: 2013-04-19

ნალბანდი მგელი
ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამოდა. ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი დამრჩა და იგი ამოიღეო!
მგელმან პირი მიჰყო, უნდა ამოეღო. ვირმა წიხლი ჰკრა, კბილები ჩაამტვრია მგელსა. ვირი ვეღარ შეჭამა.
მგელმან თქვა: მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?
თქვა რუქამ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VIII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 913/თარიღი: 2013-04-19

დიდვაჭარი სპარსი
მე ვიყავ დიდვაჭარი სპარსი. ესეთი ცოლი მყვა, ცისკარსა მისი სიბრწყინვალე არა ჰქონდა: თმანი საგდებელს უგვანდა, ტანი ლერწამსა. ესრეთსა სახლსა შინა მიჯდა, მისსა საკადრისსა.
მისი ქება თურე ესმა ედესის მეფის ძესა. მოეკაზმა დიდვაჭრად, მოვიდა ჩემთანა, მეტყოდა:
- შენი ძმაფიცი ვიყო, სავაჭროსა ჩემსა სარგებელი მიჩვენე, კარგად გამიყიდე და ეგრე მადლიერი გამიტევე.
მე მართალი მეგონა. დიდითა პატივითა ვინახევდი. ახლო სახლში დავაყენე. მოძებნა ბებერი გრძნეული, დაუწყო გზავნა სახლსა ჩემსა. დიაცის გული ლბილია, მოამდოვრა. მეფობა ირჩია, ვაჭრისა პირი აიღო.
მისის სადგომიდამ ჩემის სადგომის ძირი გამოუხვრიტა. გამოართვა საყური, მომიტანა. მე მითხრა: ახლა ვიყიდე და ვით ღირსო?
მე მაშინვე ვიცან და ჯერედ არ ვიჩემე. ვუთხარ: კარგად გიყიდია-მეთქი.
შინ წაველ საყურის სანახავად. ვირემდის გზას მოვლიდი, მან საყური ხვრელითავე მისცა. მიველ, საყური ვსთხოვე. მომიტანა და გამიკვირდა. ვუთხარ ქალსა მას საყურის ნახვა. მას თურე გულში ეშმაკის ბადე ედვა, ეგრე მითხრა: სამკაული სამკაულს ემსგავსების და კაცი კაცსაო.
მეორეს დღეს ყელსაბამი მომიტანა, იგიცა ვცან, ეგრევე მოველ და შინა ვნახე. დიაცმან იგივე სიტყვა მითხრა, და მე მეგონა სხვის სყიდვა და მსგავსება. სხვასა და სხვასა ეგრევე ჩემსა მიჩვენებდა და ვერა ვსცან.
დღესა ერთსა მითხრა: ქალი ვიყიდე და მინდა ცოლად ვიყოლიო. მოდი, ნახე, თუცა მოგეწონება, შევირთავო.
მიველ, ვნახე, თავზარი დამეცა. გულსა ვთქვი: სხვისა მსგავსება მიჩვენა-მეთქი. თუ ვთქვა, არამც ესეც გვანდეს და შინ დამხვდეს, შემრცხვება-მეთქი.
მოვუწონე და შინ წაველ. სანამდის მივიდოდი, იგი ქალი ხვრელსა გამოძვრა. თურე ხვრელისა პირსა საგებელი ეწყო, რა ვიცოდი გზისა მისისა? შეველ, შინ დამხვდა. გამიკვირდა და ვუთხარ მსგავსება მისი. მიწყინა და ეგრე მითხრა: ჩემი მსგავსი ცისკარი არ არის, შენ ბოზს დიაცზე თვალი გაგირყვნია და მე მადარებო.
გამოველ და დამეთხოვა კაცი იგი და მითხრა: მაყარი შენვე იყავ და წამომყევო!
ავეკაზმე. შინ, სახლსა ჩემსა, სახარჯო დავუგდე. ქალი გამოიყვანა. მაყრად გამიტანა. წავედით. სანამდის არ მოვბრუნღი, შინ არ მოველ, ვერა ვსცან. მოველ: რაღა მეშველებოდა. იქ რაღას პირით დავმდგარიყავ? მოველ აქა. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
თქვა მერვემან:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1181/თარიღი: 2013-04-19

უსამართლო შირვან-შაჰი
შირვანს შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა. სადაცა მოჩივარი, ანუ გლახაკი ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი.
დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კაცმან თქვა: მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო.
იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა: ამისგან შენ ისწავლე და შენ მე მასწავლეო!
წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი იგი განუტევა.
გამოხდა დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ ორნი წოტნი იძახდენ. მოეგონა კაცი იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: ისწავლე მფრინველთ ენა მის კაცისაგანაო?
მან მოახსენა: ვისწავლეო.
უბრძანა: იგი წოტნი რას უბნობენო?
ვაზირმან მოახსენა: ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო. ვაჟის მამა ასე ეუბნება: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი შვილი სხვა მყავსო, მათ საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰს დღე გაუგრძელდა, ბევრს სხვას ააოხრებსო!
ეწყინა შაის და თქვა: მე აგრე უსამართლო ვარო?
ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო.
მას სიტყვის უკან ის შაი მოწყალე შეიქმნა.
- მათ მსგავსად, თუ ეგ თქვენი საჭურისი ცოცხალია, ბევრი ამისთანა დღე გარდამხდება.
ბრძანა მეფემან: საჭურისისა და დიაცის გული უსუსურია და ნუ დაიხსოვნებო!
თქვა ლეონ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VI

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1045/თარიღი: 2013-04-19

ქურდი მკერვალი
ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა გაეღვიძა, შეშინდა. შვილს უთხრა: როდესაც შემატყო მაკრატელთა ხმარებასა შიგან პარვა, ხე მომაგონეო!
ერთმან დიდებულმან ერთი უცხო ოქროქსოვილი გამოაჭრევინა. რა პარვა დაიწყო, შვილმან ხე მოაგონა. ეწყინა მკერვალსა და მაკრატელი პირში ჩასცა, ეგრე უთხრა: ამისთანა ნაქსოვი როდის ეკიდა მას ხეზედანო?
- ამისთანა მეფის ძის ზრდა ვის უნახავს და ან ვის ასმია? შიმშილითა დაბნედილა და ზეზე დგომით ტერფი დახეთქია.
მეფის შესმენას ცდილობდა. სედრაქ ვაზირმან რქვა:
- რუქა, დიდად მიყვარხარ და თავსა ჩემსა მირჩევნიხარ, მაგრამ საქმენი შენნი მიკვირან.
თქვა ვაზირმან არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი V

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1177/თარიღი: 2013-04-19

სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი V


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი IV

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 912/თარიღი: 2013-04-19

სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი IV


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი III

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1070/თარიღი: 2013-04-19

ხარბი გლახაკი
გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ცხოვარისა პატრონმან ექვს-ექვსი სთხოვა. შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო. თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მიუღო ვაჭარსა: ოროლი კირმანეული მომეც, მოგცემო! ანუ ვინღა მისცემდა ვეცხლსა, ანუ ვისღა მიჰყიდდა?
ესრეთ არს ყოველივე ზმანება, მეფეო! რად შეიჭირვებ ეშმაურსა საქმესა ზედაო?
უბრძანა მეფემან:
- არა ეგრეთ არს სიზმარი ჩემი.
უთხრა ყოველივე და ეტრატი ხელთა მისცა.
გაუკვირდა ვაზირსა სიკეთე სახისა მისისა და ეგრე მოახსენა:
- თუცა თვით არ მოვიდეს კაცი იგი, პოვნა მისი საჭირო არს, ამად რომე თემი მისი არა ვიცით, სახელი მისი არა უთქვამს. რით უნდა ვპოვოთ? ქარი ხელითა არ დაიჭირვის და თვალს ზარმაცი ვერ მიეწევის. რაც ბედი აქვს კაცსა ღვთისაგან, ის დაემართების.
თქვა ვაზირმან არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი II

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 983/თარიღი: 2013-04-19

სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი II


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი I

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 886/თარიღი: 2013-04-19

სიბრძნე სიცრუისა

იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან, რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა, თავად არ აღირაცხოდა; სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა. სიუხვე მისის ნოტიოს ღრუბლისაგან უმრავლესად გაეგრილა და ყოველთა კაცთა ზედა საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა.

მისი შიში და ზარი ესრეთ განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხის უსაზარლესად მიაჩნდათ. მისი სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ, ჩჩვილთა წულთაებრ, სძისა და ძუძუთა უსაყვარლესად მიეზიდათ.

და იყო სახელი დიდისა მის და მაღლისა მეფისა ფინეზ.

და ჰყვა ვაზირი ეგეთი, რომე სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო, ჭკუითა ხმელთა სიგრძე და განი სრულად განეზომა, მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო, ჰაერთა და ვარსკვლავთა საქმენი გულის ფიცართა გამოეწერა; ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, ტინთა ცვილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის.

და იყო სახელი ვაზირისა მის სედრაქ.

დიდად უყვარდა მეფესა ვაზირი იგი. და არა იყო გულსა მეფისასა ზრუნვა, გინა შეჭირვება უძეობისა კიდე, რომე შვილი არა ესვა.

დღესა ერთსა გახსნა და გასცა განძი ურიცხვი გლახაკთა ზედა, რათა ევედრონ ღმერთსა ძისა ბოძებისა მისისათვის.

და იყო საჭურისი მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი. სეფეთ-უხუცესი იყო და გულითადი მეფისა, რომელსა ერქვა რუქა; და თქვა: რომელსა მეფეთაგანსა გარდაუგია სალარო ესე ოდენი?


კუ და მორიელი , ku da morieli (სულხან საბას იგავი)

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3050/თარიღი: 2013-04-19

  . . .
ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.


ბრძნული აზრები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1083/თარიღი: 2013-04-03

.ლამაზ ტანსაცმელს,მდიდარ ცხოვრებას შენში არასდროს ჰქონდეს დიდება სული ეძებე ადამიანში ხორცი ბაზარშიც კი იყიდება ნუ გიღალატებს ეგ სილამაზე და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა "ყველა კაცია ადამიანი???"


« 1 2
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.