Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » იოჰან გუტენბერგი
8:10 PM
იოჰან გუტენბერგი
მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი გამომგონებელი და ევროპის პირველი მესტამბე - იოჰან გუტენბერგი (1406-1468 წლები),მაინცში დაბრუნების შემდეგ ეძებდა კომპანიონს,რომელიც ფინანსურ დახმარებას გაუწევდა ტიპოგრაფიული მანქანის (წიგნის საბეჭდი მანქანა) შექმნაში.რადგან მის მიერ მანამდე შექმნილი საბეჭდი მანქანა ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.მის მიერ დამზადებული ხის ასოები ძალიან მალე გამოდიოდნენ მწყობრიდან და ამასთანავე თითოეული წიგნის ბეჭდვა რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა.მისი ოცნება იყო შეექმნა საკუთარი დიდი ბიბლიოთეკა,რომელიც იმ დროს მხოლოდ მდიდარი ადამიანების პრივილეგიას წარმოადგენდა,რადგან თითიეული ეგზემპლარი წიგნისა ძალიან ძვირად ფასობდა.გიუტენბერგის თხოვნაზე ფინანსური დახმარების შესახებ,უყურადღებოდ არ დარჩენილა და მას მაინცში მცხოვრებმა იოჰან ფუსტმა (1400-1466 წლები,რომელიც საკმაოდ მდიდარი და საპატივცემულო ოჯახიდან გახლდათ),შესთავაზა იოჰანს ეთანამშრომლად ამ საკითხში.ფუსტი შეუთანხმდა გუტენბერგს და როგორც ნოტარიალური დოკუმენტებიდან ირკვევა 1450 წელს 800 გულდენს გადასცემს გუტენბერგს,ხოლო 1452 წელს კიდევ 800 გულდენს უმატებს,რათა საბოლოოდ დაასრულოს იოჰანმა მისი პროგრამა.მიუხედავად იმისა,რომ იოჰან გუტენბერგმა ყველაფერი პირნათლად შეასრულა და შექმნა საბეჭდი მანქანა,ასევე გამოსცა წიგნები.ამ წიგნებმა მყიდველის ის ინტერესი არ გამოიწვია,რასაც მოელოდნენ.შესაბამისად არც კარგად გაყიდვადი იყო.რის გამოც ფუსტმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი იოჰან გუტენბერგის წინააღმდეგ და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება,თავისი პროცენტებით,რაც 2006 გულდენს შეადგენდა (რა იცოდა ფუსტმა,რომ იოჰანმა იგი სამუდამოდ შეიყვანა ისტორიაში - ავტორი).სასამართლომ დააკმაყოფილა ფუსტის სარჩელი და დააკისრა გუტენბერგს თანხის ანაზღაურება.როგორც ზოგიერთი ისტორიკოსი ამტიცება ფუსტმა ხელში ჩაიგდო მთელი ტიპოგრაფია და იმ პერიოდში გამოცემული ბიბლიის სრული ტირაჟი.ფუსტმა მოძებნა ახალი კომპანიონი პეტერ შეფერი,რომელიც თავიდან გუტენბერგის სტამბაში მუშაობდა,ხოლო მოგვიანებით კი ფუსტის სიძე ხდება და აარსებს ტოპოგრაფიულ ორგანიზაციას სახელად "Fust und Shcoffer"-ს.მიუხედავად ასეთი დიდი დარტყმისა იოჰან გუტენბერგს ხელები არ ჩამოუყრია და როგორც ცნობილია იღებს ვალს და ხსნის სხვა ტიპოგრაფიულ ორგანიზაციას.იგი ბეჭდავს გრამატიკის სასწავლო სახელმძღვანელოებს ლათინურ ენაზე,კალენდრებს და ასე შემდეგ.ასევე ბეჭდავს 50 წიგნს ფსალმუნებისა.აღსანიშნავია,რომ იოჰან გუტენბერგს სიცოცხლეში არანაირი პატივი არხვდა წილად და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გახდა იგი ცნობილი მსოფლიოსათვის,როგორც პირველი დაბეჭდილი წიგნების შემქმნელი.1804 წელს ნაპოლეონმა მთელ ევროპაში დაიწყო ფულის შეგროვება,რათა ძეგლი დაედგათ და უკდავეყოთ იოჰან გუტენბერგის სახელი.დღეს ევროპაში არაერთი ძეგლი დგას იოჰან გუტენბერგის.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1108 | დაამატა: balu | ტეგები: იოჰან გუტენბერგი.iohan guterbergi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.