8:05 PM იოჰანეს კეპლერი - "ეპიზოდი" | |
გენიალური გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი,თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ-ერთი ფუძემდებელი - იოჰანეს კეპლერი (1571-1630 წლები),უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.მოგვიანებით დიდი მეცნიერი თავისი ბავშვობის შესახებ იგონებდა: "ბავშვობაში,სულ ორიოდე "ბედნიერი მოვლენა" დამამახსოვრდა: პატარაობიდანვე,ძალიან ბევრი რამ მსმენოდა კომეტის შესახებ და ჩემდა საბედნიეროდ 1577 წელს,6 წლის ასაკში,დედამ ამიყვანა ისეთ მაღალ სიმაღლეზე,საიდანაც ყველაზე კარგად მოჩანდა კომეტა.კომეტის პირველმა ხილვამ კი ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მეორე "ბედნიერი მოვლენა" ჩემი 9 წლის ასაკში ყოფნისას დაფიქსირდა,მაშინ როდესაც მშობლებმა ქუჩაში გამიყვანეს,რათა ჩემთვის "მთვარის დაბნელება" ეჩვენებინათ.მთვარე იმ დროს ძალიან წითელი მეჩვენა. სწორედ ამ ორმა "ბედნიერმა მოვლენამ" ჩემი ბავშვობისა,უდიდესი და გადამწყვეტი გავლენა იქონია,ჩემი როგორც ასტრონომისა და მეცნიერის ჩამოყალიბებაში". | |
|