4:09 PM იცით თუ არა რომ | |
1. "ცელოფანი" (გამჭირვალე წყალგაუვალი მასალა,რომელიც მიიღება ცელულოიდის დამუშავებით),პირველად გამოგონებულ და შექმნილ იქნა,ცნობილი შვეიცარიელი გამომგონებლისა და საფეიქრო ინჟინრის - ჟაკ ედვინ ბრანდერბერგერის მიერ 1908-1911 წლებში. 2. 1930 წელს,ამერიკელებმა ჩარლზ კრეიტონმა და ჯეიმზ ჰარგისმა,მსოფლიო რეკორდი დაამყარეს ავტომობილით "უკუსვლით" სიარულში.კერძოდ: ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე და უკან ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე მათ ავტომობილის უკუსვლით სულ 11 000 კილომეტრი მანძილი დაფარეს. 3. კატის ორგანიზმი შეიცავს 290 ძვალსა და 517 კუნთს,რაც მას უზრუნველყოფს ესოდენ მოქნილი და გრაციოზული მოძრაობებისათვის. 4. ინდონეზიის შემადგენლობაში შემავალი 17 508 კუნძულიდან,ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატაკლიზმების მატარებელი კუნძული გახლავთ - ბალი.აღნიშნულ კუნძულზე დღევანდელი მონაცემების თანახმად - 6 მოქმედი ვულკანი არის განთავსებული. 5. 1913 წლამდე,ტაილანდელთა უმეტესობა არ ატარებდა გვარს და მათ მხოლოდ სახელით მოიხსენიებდა.მხოლოდ 1913 წლის შემდეგ მიეცა ყველა ტაილანდის მოქალაქეს სახელთან ერთად გვარის ტარების უფლება. 6. აფრიკის კონტინენტზე,ყველაზე გავრცელებული ენა გახლავთ არაბული ენა,მეორე ადგილზეა - სუაჰილის ენა (განეკუთვნება ბანტუს ენათა ჯგუფს),რომელსაც აფრიკის კონტინენტის თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფი,მეტ-ნაკლებად ფლობს.ცნობისათვის,აფრიკაში სულ 3 000-მდე ეთნიკური ჯგუფის ხალხი ცხოვრობს. 7. პირველი "მზის საათები",აღმოჩენილ იქნა ეგვიპტეში და მათი ასაკი ძვ.წ.აღ-ით მე-XV საუკუნით თარიღდება. 8. სულ დედამიწაზე 24 საათობრივი სარტყელი არსებობს. 9. თურქეთის უდიდესი ქალაქი სტამბოლი,ისევე როგორც "მარადიული ქალაქი" - რომი,7 ბორცვზეა გაშენებული. 10. ყველაზე დიდი თვითნაბადი (ბუნებრივი) ვერცხლი,აღმოჩენილ იქნა ჩილეში და მისი წონა 1420 კილოგრამს შეადგენს. | |
|