5:30 PM ჯონ ევერეტ მილე - "საპნის ბუშტები | |
საპნის ბუშტები" - ინგლისურ ენაზე "Soap-bubles",წარმოადგენს გენიალური ინგლისელი მხატვრის და "პრერაფაელისტი საძმოს" ერთ-ერთი დამაარსებლის - ჯონ ევერეტ მილეს (1829-1896 წლები),მიერ 1885-1886 წლებში,ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებულ,საყოველთაოდ ცნობილ ტილოს.აღნიშნულმა სურათმა დიდ ბრიტანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია,რადგან იგი ხშირად გამოიყენებოდა და ლოგოტიპადაც კი იქცა,საპნის მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი კომპანიის Pears-ის რეკლამირებაში და რის გამოც,დღემდე აღნიშნული სურათი და კომპანია ერთმანეთთან ასოცირდებიან.კრიტიკოსები მიიჩნევდნენ,რომ გენიალური მხატვრის მიერ დახატული ხელოვნების ნიმუშის გამოყენება რეკლამაში,არ იყო მიზანშეწონილი."საპნის ბუშტები",წარმოადგენს იმ მრავალრიცხოვანი ტილოებიდან ერთ-ერთს მხატვრის შემოქმედებიდან,რომელიც მილემ ბავშვების თემას მიუძღვნა. ტილოზე გამოსახული პატარა ბიჭუნა,თავად მხატვრის შვილიშვილი - უილიამ მილბურნ ჯეიმსია.რომელიც შემოსილია "პატარა ლორდ ფაუნტლერის" სტილში (ფრენსის ელიზა ბიორნეტის პირველი რომანის - "პატარა ლორდ ფაუნტლერის" მთავარი გმირი),რომელიც საპნის ბუშტებს უშვებს.თავდაპირველად ტილოს სახელწოდება გახლდათ - "ბავშვის სამყარო" და სწორედ ამ სახელით იქნა იგი წარდგენილი პირველად 1886 წელს გროსვენორის გალერეაში გამოფენაზე.გამოფენიდან მალევე სურათი შეისყიდა,საყოველტაოდ ცნობილი ინგლისური ჟურნალის "The Illustrated London News"-ის მფლობელმა - უილიამ ინგრემმა.მანვე გამოაქვეყნა სურათი თავის ჟურნალში,რის შემდეგაც ტილო შესყიდულ იქნა,საპნის მწარმოებელი კომპანიის "Pears Transparent Soap"-მა 2200 ფუნტ-სტერლინგად.მიუხედავად ამისა,კომპანიას თავის რეკლამაში სურათის გამოყენებისათვის აუცილებლად სჭირდებოდა ავტორის თანხმობა.საბოლოო ჯამში კომპანიამ მილესაგან სრულიად გამოისყიდა საავტორო უფლებები,რასაც მხატვრის მიმართ დიდი კრიტიკა მოჰყვა.მათ შორის,ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა - მარია კორელიმ,თავის რომანში "სატანის სევდა"-ში,მილე დაანაშაულა საკუთარი ტალანტისა და ნიჭის გაყიდვაში.მიუხედავად ჯონ ევერეტ მილეს ვაჟის სურვილისა,აეკრძალა კომპანიისათვის სურათის სარეკლამო ლოგოტიპად გამოყენება,სამართლებლივ დავაში იგი მაინც ვერაფერს მიაღწევდა.მოგვიანებით კომპანიის მიერ "საპნის ბუშტები"-ს ლოგოტიპით გამოცემული საპნის ნაწარმი,ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად იქცა ინგლისში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ტილოზე გამოსახული მხატვრის შვილიშვილი - უილიამ მილბურნ ჯეიმსი,დიდ ბრიტანეთში იმდენად ცნობად პიროვნებად იქცა,რომ მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალადაც კი დაინიშნა და მას მეგობრები,მთელი ცხოვრების მანძილზე მოიხსენიებდნენ ზედსახელით - "ბუშტები" (Bubbles).დღესდღეობით დიდი ინგლისელი მხატვრის - ჯონ ევერეტ მილეს მიერ დახატული ტილო - "საპნის ბუშტები" დაცულია,ინგლისის ქალაქ ლივერპულში მდებარე "ლედი ლევერის სახელობის სამხატვრო ხელოვნების მუზეუმში". | |
|