Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » ჯორჯ ვაშინგტონი
7:02 PM
ჯორჯ ვაშინგტონი
ამერიკის შეერტებული შტატების რიგით პირველი და ლეგენდარული პრეზიდენტი - ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799 წლები),წარმომავლობით მდიდარი ბრიტანული ოჯახიდან გახლდათ.მიუხედავად მისი ბრიტანული წარმომავლობისა,იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს მებრძოლს,ამერიკის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და ქვეყნის ინგლისელთაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჯორჯ ვაშინგტონი მის ცხოვრებაში დიდ ბრიტანეთს არასოდეს სწვევია და ერთხელ ამ საკითხის ირგვლივ საჯარო განცხადებაც კი გააკეთა,რა დროსაც აღნიშნა: "არასოდეს დავდგამ ფეხს ლონდონის მიწაზეო".
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ,საუკუნეზე მეტი გავიდა და ამერიკელებსა და ინგლისელებს შორის უირთიერთობა ძალიან "დათბა" და შესაბამისად,ისინი ერთმანეთის უმთავრესი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოები გახდნენ.1924 წელს ამერიკელებმა ქალაქ ლონდონს,მეგობრობის ნიშნად საჩუქრად გადასცა ჯორჯ ვაშინგტონის ქანდაკება.თუმცა არავის დავიწყებია ამ დიადი პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ,რომ იგი არასოდეს დადგამდა ფეხს ლონდონის მიწაზე.ამიტომ გათვალისწინებულ იქნა ჯორჯ ვაშინგტონის სურვილი და მისი ქანდაკებისათვის მიწა სპეციალურად იქნა ჩამოტანილი ამერიკიდან ლონდონში.აღნიშნული მიწისაგანვე ამავე ქალაქში,ტრაფალგარის ცნობილ მოედანზე დამზადდა ვაშინგტონის ქანდაკებისათვის ფუნდამენტი,რომელზეც შემდგომ დამონტაჟდა თავად ძეგლი
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 959 | დაამატა: balu | ტეგები: ჯორჯ ვაშინგტონი, jorj vashingtoni, gorg vashingtonis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.