Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 13 » ჯოვანი ლანფრანკო
7:28 PM
ჯოვანი ლანფრანკო
ჯოვანი ლანფრანკო დაიბადა 1582 წლის 26 იანვარს იტალიის ქალაქ პარმაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მხატვარსა და გენიალურ წარმომადგენელს "ფრესკული ფერწერისა",მაღალი ბაროკოს ეპოქაში.ჯოვანი სწავლობდა ბოლონიაში,ცნობილი მხატვრისა და გრავიორის - აგოსტინო კარაჩის,ხოლო მოგვიანებით მისი ძმის - ანიბალ კარაჩის ხელმძღვანელობებით.სწორედ ანიბალმა მოახდინა ზეგავლენა,თავის მოსწავლეზე მიეღო შეკვეთები,რომის ცნობილი სასახლის - "პალაცო ფარნეზეს",მოხატვა-გაფორმებაში.აღნიშნულ სასახლეში შესრულებულმა მისმა ნამუშევრებმა,აღფრთოვანებაში მოიყვანა ყველა ვინც იგი იხილა და მისი სახელი ფართოდ გავრცელდა იტალიელ ხელოვნების მოყვარულებში.მოგვიანებით,ჯოვანი ბრუნდება მშობლიურ ქალაქ პარმაში,სადაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას და ამასთანავე მუშაობს ქალაქ პიაჩენცაში.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კვლავ ბრუნდება რომში."მარადიულ ქალაქში",ჩასვლის შემდეგ იღებს უამრავ შეკვეთებს.იმ პერიოდისათვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს,მის მიერ შექმნილი გუმბათის,დიდი ფერწერული ნამუშევარი,სახელწოდებით "წმინდა მარიას ამაღლება".ამავე დროს ქმნის ტილოებსაც.მისი შემოქმედება ასახულ იქნა,მსოფლიოში ცნობილ "წმინდა პეტრეს ტაძარში" (ვატიკანი),სადაც მან გამოსახა "პეტრე მოციქულის" გამოსახულება.მომდევნო პერიოდში პარმადან - რომში დაბრუნების შემდგომ,მის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ "რომის პაპები" - პავლე V და შემდეგ - ურბან VIII,რომელბიც გენიალურ მხატვარს ერთგვარ მფარველობასაც კი უწევდნენ,სხვადასხვა განსაცდელებისას.ჯოვანის უკანასკნელი ნამუშევარი გახლდათ,კაპელა "სან კარლო კატენარი".ჯოვანი ლანფრანკო გარდაიცვალა 1647 წლის 30 ნოემბერს,იტალიის დედაქალაქ რომში.მისი შემოქმედება კი დღესაც ფართოდ არის წარმოდგენილი რომაულ ტძრებსა და ბაზილიკებში,რომლებიც აღფრთოვანებას იწვევენ ჯოვანის შემოქმედების მიმართ.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 907 | დაამატა: balu | ტეგები: jovani lanfranko, ჯოვანი ლანფრანკო | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.