Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » კამპუსი
11:07 AM
კამპუსი
"კამპუსი" ან შესაძლოა ითქვას "კემპუსი" - ინგლისურ ენაზე "Campus",ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში,წარმოადგენს სტუდენტთა ქალაქს,რომელიც თავისთავში,როგორც წესი მოიცავს სასწავლო დაწესებულებებს,სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს,საცხოვრებელ დაწესებულებებს სტუდენტებისთვის,ბიბლიოთეკებს,აუდიტორიებს,სასადილოებს,სათამაშო მოედნებსა და სხვა რიგ დაწესებულებებს.გარდა ამისა,"კამპუსად" მოიხსენიებენ იმ იზოლირებულ ტერიტორიებს,რომელიც მიეკუთვნება დიდ კომპანიას და რომელშიც განვითარებულია შიდასაფირმო ინფრასტრუქტურა,მაგალითად ისეთი,როგორიცაა კორპორაციული უნივერსიტეტი.თავად სიტყვა "კამპუსი" ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და იგი აღნიშნავს "ღია სივრცეს","ველს".პირველ "კამპუსად" XVIII საუკუნეში მოიხსენიებდნენ,ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პრისტონში მდებარე "პრისტონის უნივერსიტეტს".საუნივერსიტეტო "კამპუსი" როგორც წესი,შეიცავს ავტონომიურ ადმინისტრაციას.
"კამპუსი" შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ შენობა-ნაგებობების კომპლექსის მიმართ აღსანიშნავადაც,რომელიც შედგება განსაზღვრული ტერიტორიისაგან,კომუნიკაციებისაგან,ნაგებობებისგან,გზებისგან და ადამიანებისგან.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 954 | დაამატა: balu | ტეგები: kempusi, kampusi, კამპუსი, universitetebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.