10:24 PM კლისთენე - "ეპიზოდი" | |
ამერიკელი ხალხი "დემოკრატიის ნათლიმამად" ორ უდიდესს პიროვნებას აღიარებს,ესენია: დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერ-ენციკლოპედისტი - არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) და ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 ლეგენდარული პრეზიდენტი - ტომას ჯეფერსონი (1743-1826 წლები).სხვა და სხვა ერები კი ასევე სხვადასხვა პიროვნებებს ასახელებენ დემოკრატიის ფუძემდებლებად,თუმცა სათავე ამ შესანიშნავი მმართველობითი ფორმისა მომდინარეობს დიდი ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწის,მეგალკასა და აგარისტას ვაჟის,ცნობილი სიკიონელი ტირანის - კლისფენე "უფროსი"-ს (ძვ.წ.აღ-ით 596-565 წლები) შვილიშვილის - კლისთენესაგან.პირველი ცნობები მის შესახებ გვხვდება ძველ ათენურ არქონტთა სიაში,რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.არქონტები თავის მხრივ ითარგმნება,როგორც "უფროსი,მმართველი" და წარმოადგენდნენ უმაღლესს თანამდებობის პირებს ძველ საბერძნეთში.ამ ნუსხის თანახმად კლისფენე "არქონტი" უნდა ყოფილიყო ძვ.წ.აღ-ით 508-525 წლების პერიოდებში.სწორედ კლისფენე გახლდათ ის ისტორიული პიროვნება,რომელმაც პირველმა გაატარა "დემოკრატიული რეფორმები" ათენში.მან ყველა ათენელსა და ატიკის მოსახლეობას მიანიჭა სრული "სამოქალაქო უფლებები" და მათ ასევე მიანიჭა საარჩევნო უფლებებიც.მანვე პირველმა დააარსა ქალაქებში "საკრებულოები",სადაც ხელმძღვანელი პირის არჩევა ხდებოდა და ნებისმიერ ღირსეულ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება საკრებულოს ხელმძღვანელის პოსტზე,თუმცა ასაკი ასარჩევი პიროვნებისა 30 წლის ზემოთ იწყებოდა.ამ მმართველობითი ფორმის შემოღებამ ათენი და სრულიად საბერძნეთი ძალიან გააძლიერა,რამაც მისი ბრწყინვალება კიდევ უფრო ნათელი გახადა.ამ მიზეზთა გამო დიდი ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე - კლისთენე,მიჩნეულია ისტორიაში პირველ დემოკრატად,რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეალობაში გამოიყენა "დემოკრატიული მმართველობითი" ფორმა სახელმწიფოს მართვისა. | |
|