10:14 PM კონიმბრიგა | |
"კონიმბრიგა" - ინგლისურ ენაზე "Conimbriga",წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ დასახლებას რომაელებისა,თანამედროვე პორტუგალიის ტერიტორიაზე.მისი ნაშთები მდებარეობს პორტუგალიის ქალაქ კოიმბრიდან 16 კილომეტრის დაშორებით და დასახლება კონდეიშა-ა-ნოვადან 2 კილომეტრში.დღესდღეობით მას მინიჭებული აქვს ეროვნული ძეგლის სტატუსი.სახელწოდება "კონიმბრიგა",შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ინდოევროპისდროინდელი ელემენტისაგან,რომლის თარგმანიც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს "კლდოვან სიმაღლეს" და გამოხატავს გამაგრებულ ადგილს. არქეოლოგთა ცნობების თანახმად "კონიმბრიგა" დასახლებული უნდა ყოფილიყო ძვ.წ.აღ-ით IX-დან ახ.წ.აღ-ით VII-VIII საუკუნეებში.ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში კონიმბრიგაში პირველად გამოჩნდნენ რომაელები,მაშინ როდესაც იგი ერთ-ერთ აყვავებულ სოფელს წარმოადგენდა.ლუზიტანიაში სიმშვიდის დასადგურებამ,სწრაფი პროცესი გამოიწვია ადგილობრივების რომანიზაციისა და მალე კონიმბრიგა ქალაქად ჩამოყალიბდა.მას შემდეგ,რაც რომის იმპერიაში წარმოიქმნა პოლიტიკური და ადმინისტრაციული კრიზისები,ქალაქი ბარბაროსების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.ხოლო 465-468 წლებში მას თავს დაესხა და გაძარცვა სვებების გერმანულმა ტომებმა.თუმცა ამ პერიოდისათვის კონიმბრიგა უკვე საკმაოდ მცირე რაოდენობის მოსახლეობით იყო დასახლებული.მიუხედავად იმისა,რომ "კონიმბრიგა" არ გახლდათ ყველაზე დიდი ქალაქი რომაელებისა პორტუგალიაში,იგი მაინც ყველაზე კარგად იქნა შემონახული დღემდე.მათ შორის შემორჩენილ იქნა ქალაქის რამდენიმე კედელი,სახლებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ფუნდამენტები.გარდა ამისა შემორჩენილია შესანიშნავი მოზაიკური იატაკები.ქალაქში ასევე კარგად იყო განვითარებული არხების ქსელი.2000 წლისათვის არქეოლოგების მიერ,ქალაქის მხოლოდ 10 % იყო გამოკვლეული და მასზე არქეოლოგიური სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს."კონიმბრიგა"-ს სიახლოვეს აგებულია თანამედროვე მუზეუმი,სადაც წარმოდგენილია ყველა ის არქეოლოგიური არტეფაქტი,რომელიც აღმოჩენილ იქნა ქალაქის ტერიტორიაზე. | |
|