11:10 PM კონსტანტინე გამსახურდია | |
გენიალური ქართველი კლასიკოსი მწერალი და პატრიოტი - კონსტანტინე გამსახურდია 1921 წლის 26 მაისს,გაზეთ სოციალისტ-ფედერალისტში წერდა: "ქართველობამ ერთი დიდი ჭეშმარიტება უნდა დაიმახსოვროს: ის არის ღირსი ცხოვრების თავისუფლების,ყოველდღე ბრძოლით ვინცა შეძლებს მის მოპოვებას.ეგვიპტელი მოგვები მღვდელ-მსახურების დაწყებისას ხალხს ეტყოდნენ: "განვიწმინდოთ გული ღვთაებისათვის". საქართველოს ახალი ისტორიის ამ უდიდეს დღეს ქართველ ხალხს უნდა შევძახოთ: "განვიწმინდოთ გულნი თავისუფლებისათვის". კონსტანტინე გამსახურდიამ,მწერალთა კავშირის I ყრილობაზე,დამსწრეთ განუცხადა: "ჩვენ აქ გვეკითხებიან,მოგვწონს თუ არა წითელჩაბალახიანი საქართველო.საქართველო რა ფერისაც არ უნდა იყოს,ჩვენ გვიყვარს,მას ვერ გავექცევით"... | |
|