9:36 PM ლენტისებრი ზღვის კრაიტი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი ქვეოჯახი: ზღვისგველისებრნი გვარი: Laticauda სახეობა: ლენტისებრი ზღვის კრაიტი ქვესახეობები: უცნობია მაქს. ზომა: 1.4 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: ტროპიკული ინდო-წყნარი ოკეანის არე. საბინადრო გარემო: ეს გველი უპირატესობას ანიჭებს მარჯნისებრ კუნძულებს და რიფებს, რიზოფორებს. ხმელეთზე იგი თავს აფარებს მცენარეულობას, სანაპიროს ქვებს, ნაპრალებს და გამოქვაბულებს. გარეგნული აღწერილობა: მამრები საშუალოდ აღწევენ 87 სმ.-ს, მდედრები 1.4 მეტრამდე იზრდებიან. მოიცავენ ღია ან მუქ მოცისფრო ნაცრისფერ ფერს ზემოთ, ქვემოთ მოყვითალოს, რომლებსაც გარს აკრავთ შავი ლენტები. ცხვირი ყვითელია. თავის ზედა ნაწილი შავი. კვება: ეს გველები იკვებებიან გველთევზებით. გამრავლება: ლენტისებრი ზღვის კრაიტები არიან კვერცხმდებები და კვერცხის დასადებად ისინი ამოდიან ხმელეთზე. დებენ 4 - 20-მდე კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი მოიცავს 120–140 დღეს. ცხოვრების წესი და ქცევა: მიუხედავად იმისა, რომ არის ძლიერ შხამიანი ეს გველი არ გამოირჩევა აგრესიით და აქვს საკმაოდ მორჩილი ხასიათი. საერთოდ ეს გველები არიან წყალხმელეთა. მდედრები კვერცხების დასადებად ხმელეთზე ამოდიან, ხოლო ცხოვრების უმეტეს ნაწილს წყალში ატარებენ. მიჩნეული იყო რომ ხმელეთზე ცხოვრების 25%-ს ატარებდნენ, მაგრამ ბოლო დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს რიცხვი 50%-ია. ამ გველებს გააჩნიათ დიდი ფილტვები, რაც დიდი ხნით წყალქვეშ ყოფნის საშუალებას აძლევს. ასევე აღსანიშნავია, რომ სხეულზე გააჩნიათ პარაზიტები. ლენტისებრი ზღვის კრაიტის მტრებად ითვლებიან ზღვის არწივი, ზვიგენები, განსაკუთრებით კი ვეფხვისებრი ზვიგენი. შხამი: ლენტისებრი ზღვის კრაიტის შხამი შეიცავს ძლიერ ნეიროტოქსინებს, რომელიც სასიკვდილოა ადამიანისთვის, თუმცა ამ გველის რბილი ხასიათის გამო კბენა ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს და ხანდახან კბენისას შხამი არ შეყავს. | |
|