3:54 PM ლეონ ბატისტა ალბერტი | |
ლეონ ბატისტა ალბერტი დაიბადა 1404 წლის 18 თებერვალს,იტალიის ულამაზეს ქალაქ გენუაში,კეთილშობილი აზნაურის,ფლორენციული წარმომავლობის მქონე ოჯახში,რომელიც გენუაში,ფლორენციიდან განდევნის შემდეგ დასახლდა.იგი წარმოადგენდა უდიდეს იტალიელ მეცნიერს,ჰუმანისტს,მწერალს,ერთ-ერთ პირველ პიონერს ახალი ევროპული არქიტექტურისა და წამყვან ხელოვნების თეორიტიკოსს "აღორძინების ეპოქის".მანვე ითამაშა უდიდესი როლი კრიპტოგრაფიის განვითარებაში და 1466 წელს,მის მიერ გამოცემულ წიგნში "შიფრების ტრაქტატი",შემოიტანა იდეა მრავალალფაბეტიანი შრიფტისა.ჰუმანიტარული მეცნიერება ბატისტამ ქალაქ პადუისა და ბოლონიის უმაღლეს სასწავლებლებში შეისწავლა.1428 წელს დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი,რის შემდეგაც მიიღო კარდინალ ალბერგატის მდივნის თანამდებობა,ხოლო 1432 წელს მუშაობა განაგრძო რომის პაპის კანცელარიაში,სადაც 30 წლის მანძილზე იმუშავა.1462 წელს ბატისტა რომის კურიაში (დაწესებულებათა ერთობლიობა,რომელიც ექვემდებარება რომის პაპს) ანებებს სამასახურს თავს და საბოლოოდ ფუძნდება რომში,სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.ლეონ ბატისტა ალბერტის მოღვაწეობა თვალნათელი მაგალითია იმისა,თუ რაოდენ დიდი უნივერსალური ინტერესების მქონე გახლავთ აღორძინების ეპოქის ადამიანი,განსაკუთრებით კი თავად.ალბერტის აზრით: იდეალური ადამიანი სინთეზურად აერთიანებს მასში,მის გონიერებასა და მიზნისაკენ სწრაფვას.გარდა ამისა,იგი შემოქმედებით აქტივობაში პოულობს და ეუფლება სრულყოფილ სულიერ სიმშვიდეს.არის ბრძენი და აცნობიერებს მის ყოველივე ღირსებას.დიდი იტალიელი ჰუმანისტის უმთავრეს ჰუმანისტურ კონცეფციას წარმოადგენდა მისი პანთეისტიკური პოზიცია: ადამიანის განუყოფელი კავშირი და ურთიერთობა სამყაროსთან და ბუნებასთან,რაც ყოველივე ღვთაებრიობის საწყისად მიაჩნდა.მეცნიერის მოსაზრებით ადამიანის აღზრდაში და მის ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდ როლს თამაშობდა ოჯახი,სადაც იგი აღიზარდა.შესაბამისად ოჯახს უდიდესი დანიშნულება აქვს ამა თუ იმ პიროვნების ჩამოყალიბებაში და ერთ-ერთი დიდი დანიშნულების მატარებელია საზოგადოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. 1420-იან წლებში დაწერა მისი პირველი კომედია,სახელწოდებით "ფილოდოქსი",რის შემდეგაც დაწერა კიდევ მრავალი თხზულება ლათინურ ენაზე - "პონტიფექსი","ოჯახზე","სულიერ სიმშვიდეზე","სამართალზე" და სხვა,სადაც ფართოდ იყო წარმოდგენილი მისი ეთიკური და ფილოსოფიურ-ჰუმანისტური ხედვები.1450-1460 წლებში ალბერტმა დაწერა,სატირულ-ალეგორიული ციკლი "სუფრის საუბრები",რომელიც მის ერთ-ერთ საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებადაა დღემდე მიჩნეული.აღნიშნული ნაწარმოები იმთავითვე იქცა XV საუკუნის ლათინური პროზის "მარგალიტად".მანვე შექმნა მრავალი ორიგინალური კონცეფცია ადამიანის შესახებ,რომლებიც დაფუძვნებული გახლდათ პლატონის,არისტოტელეს,ციცერონისა და ქსენოფონტეს ფილოსოფიურ ხედვებზე. ალბერტმა,როგორც არქიტექტორმა,დიდი გავლენა იქონია აღორძინების ეპოქის არქიტექტურული სტილის ჩამოყალიბებაში.იგი ხშირად ანვითარებდა თავის არქიტექტურულ ქმნილებებში,ანტიკური ხანის მოტივებსა და იმ პერიოდის თანამედროვე არქიტექტურულ მოტივების სინთეზს.მისი პროექტით იქნა აგებული 1446-1451 წლებში ფლორენციაში,აღორძინების ეპოქის დიდებული ქმნილება "პალაციო რუჩელაი".გარდა ამისა იგი იყო შესანიშნავი მხატვარი და ჰქმნიდა ქანდაკებებსაც.როგორც პირველი იტალიელი თეორიტიკოსი აღორძინების ეპოქისა,ცნობილია მისი ამ საკითხზე მიძღვნილი ნაწარმოებით "ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ" და მცირე ზომის ლათინურ ენაზე დაწერილი ტრაქტატით "ქანდაკების შესახებ".ლეონ ბატისტა ალბერტი გარდაიცვალა 1472 წლის 20 აპრილს იტალიის დედაქალაქ რომში.მისმა მრავალფეროვანმა და მრავალმხრივმა მოღვაწეობამ კი,უდიდესი გავლენა იქონია აღორძინების ეპოქის ხელოვნებაზე,მწერლობაზე,არქიტექტურაზე,ფილოსოფიაზე,ჰუმანიზმზე და ზოგადად მთელს მეცნიერებაზე. | |
|