Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 4 » ლეოპარდების საზოგადოება
1:40 AM
ლეოპარდების საზოგადოება
"ლეოპარდების საზოგადოება" - ინგლისურ ენაზე "Leopard Society",წარმოადგენდა საიდუმლო საზოგადოებას დასავლეთ აფრიკის ტერიტორიებზე,სადაც პრაქტიკაში მიღებული გახლდათ "რიტუალური მკვლელობები" და "კანიბალიზმი",თავიანთივე თანატომელების ხალხში.განსაკუთრებულად აქტიურობით "ლეოპარდების საზოგადოება",გამოირჩეოდა XX საუკუნის დასაწყისსა და შუა ნახევარში.მისი გავრცელების ძირითად არეალს წარმოადგენდა სიერა-ლეონეს,ლიბერიისა და კოტ-დ'ივუარის ტერიტორიები.XIX საუკუნის შუა ნახევრისათვის,სიერა-ლეონეს ტერიტორიაზე განხორციელებული "სარიტუალო მსხვერპლთშეწირვის" და "კანიბალიზმის" შესახებ ინფორმაციები ძალიან მწირია.თუმცა მანამდე 1607 წელს - უილიამ ფინჩი წერდა,ლეოპარდის ტყავით შემოსილი კანიბალი ტომების შესახებ.გარდა უილიამისა,მათ შესახებ ცნობებს გვაწვდის გრეჰმენ ინგმანიც,რომელიც დაწვრილებით აღწერს "რიტუალურ ცოცხლად დაწვას" ადამიანებისა.ევროპაში,ფართო საზოგადოებისათვის ამ საშინელი ფაქტების შესახებ,პირველად XIX საუკუნის დასასრულს გახდა ცნობილი.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება "ტონგოს სკანდალი"-ს სახელით ცნობილი მოვლენა.1891 წელს ერთ-ერთი აფრიკული ტომის ბელადი,ტონგოს თამაშისათვის აგროვებდა სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებს.თამაშის ფინალი კი რვა ადამიანის ცოცხლად დაწვა გახდა.ამ ინფორმაციის გავრცელებამ შოკი გამოიწვია ცივილიზებული საზოგადოებისა.პირველად ინფორმაცია ბრიტანულ საზოგადოებაში გავრცელდა,რის შემდეგაც დაევალა ბრიტანეთის გუბერნატორს რიგ აფრიკულ პროტექტორატებში,გაეუქმებინა ეს საშინელი მეთოდი ადგილობრივი აფრიკული ტომებისა.მან 1892 წელს გამოსცა ბრძანება,რომლის მიხედვითაც უსასტიკესად დაისჯებოდა ყველა ის ადამიანი,რომლებიც ასეთ აქტებში მიიღებდნენ მონაწილეობას.მიუხედავად ტონგოს თამაშის აკრძალვისა,რიტუალური მკვლელობების შესახებ ინფორმაციები მაინც ჟონავდა და თუკი ადრე ისინი ღიად მოქმედებდნენ,უკვე "იატაკქვეშეთში" გადაინაცვლეს.სწორედ ამ პერიოდიდან ეწოდა აღნიშნულ "საზოგადოებას" - "ლეოპარდების საზოგადოება".1895 წელს მიღებულ იქნა კანონი,რომელიც დევნიდა "ლეოპარდების საზოგადოების" წევრებს და ყველას ეკრძალებოდა ლეოპარდის ქურქით შემოსვაც კი.1896 წელს აღნიშნული კანონი გავრცელდა სიერა-ლეონეშიც,რომელიც დიდი ბრიტანეტის პროტექტორატის ქვეშ მოექცა.ბრიტანეთის ხელისუფლებისათვის ძალიან ბევრი ფაქტი გახდა ცნობილი ამ საიდუმლო ორგანიზაციის შესახებ,თავად მისი წევრების მონათხრობებისაგან.თუკი რომელიმე ადამიანს მასში გაწევრიანების სურვილი აღეძრებოდა,უნდა მოეძებნა ის პირი,რომელიც ნდობით სარგებლობდა მათში და ამასთანავე მათი წევრი იყო, და რომელიც ამასთანავე რეკომენდაციას გაუწევდა მას.სხვადასხვაგვარი რიტუალების ჩატარების შემდეგ "ლეოპარდების საზოგადოების" ახალი წევრი დებდა ფიცს,რომ მათი ორგანიზაციის შესახებ,არავის არაფერს უამბობდა და ინფორმაციას არ გათქვამდა.სწორედ ამის შემდეგ უნდა მოეხდინა მას,თავისი პირველი მსხვერპლის შეწირვა.მსხვერპლის მოკვლის შემდეგ,გარდაცვლილის სხეულს ანაწევრებდნენ,"ასუფთავებდნენ" და ხორცს ერთმანეთში თანაბრად ინაწილებდნენ,რომლითაც შემდეგ იკვებებოდნენ.დღესდღეობით "ლეოპარდების საზოგადოება" აღარ არსებობს,თუმცა "კანიბალიზმი" სხვადასხვა აფრიკული ტომის ხალხებში კვლავ ჩვეულებადაა ქცეული.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 806 | დაამატა: balu | ტეგები: leopardebis sazogadaoeba, ლეოპარდების საზოგადოება | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.