Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » "ლიტერატორები - რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს სისცოცხლე" - ნაწილი II
8:02 PM
"ლიტერატორები - რომელთაც თვითმკვლელობით დაასრულეს სისცოცხლე" - ნაწილი II
1. ტაკეო არისიმა (1878-1923 წლები) - დიდი იაპონელი მწერალი და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი "სირაკაბა"-ს (თეთრი არყის ხე) ლიტერატურული ჯგუფისა.1910 წელს იგი დაქორწინდა,თუმცა 1916 წელს მეუღლე ტუბერკულოზის შედეგად გარდაეცვალა.1922 წელს გაიცნო ქალთა ჟურნალის "ფუძინ კორონის" რედაქტორი ქალი - აკინო ჰატანო,რომელიც თავის მხრივ დაოჯახებული გახლდათ.მათ შორის მალე გაჩაღდა "სასიყვარულო რომანი",რომელიც მალევე გაიგო აკინოს ქმარმა.იმისათვის,რომ მათი სიყვარულისათვის "ხელი არავის შეეშალა",გადაწყვიტეს ორივეს - ტაკეოსაც და აკინოსაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ,რაც 1923 წლის 9 ივლისს აღასრულეს კიდეც ერთად.მათ თავი ჩამოიხრჩვეს.
2. ვიტოლდ აშმარინი (1882-1930 წლები) - რუსი მწერალი,კინემატოგრაფი და სახელმწიფო მოხელე,ძალიან დამოკიდებული გახლდათ ნარკოტიკულ საშუალება "ჰეროინზე",რამაც მას ცხოვრება სააბოლოოდ გაუნადგურა,რის შედეგადაც 1930 წლის 2 მარტს,მოსკოველი სიმბოლისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილას "პეტროვის პარკში",პისტოლეტის გამოყენებით,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
3. კონრად ბაიერი (1932-1964 წლები) - გამოჩენილი ავსტრიელი მწერალი,პოეტი და დრამატურგი,1964 წლის 10 ოქტობმერს,დაუდგენელი მიზეზებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
4. იოჰანეს ბარბარუსი (1890-1946 წლები) - ცნობილი ესტონელი მწერალი,პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე,თავისივე რეზიდენციის აბანოში,პისტოლეტის გამოყენებით ასრულებს სიცოცხლეს.
5. მარგარეტ ფერლეს ბარბერი (1869-1901 წლები) - გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალი,რომელიც თავის ნაწარმოებებს "მაიკლ ფერლესის" ფსევდონიმით აქვეყნებდა,სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ჯანმრთელობის მხრივ დიდ პრობლემებს გადააწყდა და საშინელი ტკივილებისაგნ იტანჯებოდა.მისი სხეული მოდუნდა და ფაქტიურად პარალიზებული გახდა,რის გამოც მარგარეტმა უარი განაცხადა საკვების მიღებაზე და 9 დღიანი მშრალი შიმშილობის შემდეგ,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
6. ტომას ბედოუსი (1803-1849 წლები) - გამოჩენილი ინგლისელი პოეტი,რომანტიკოსი და დრამატურგი,ავტორი საყოველთაოდ ცნობილი რომანისა - "იმპროვიზატორი",რამდენჯერმე ეცადა თვითმკვლელობის ჩადენას,თუმცა ყოველ ჯერზე გადარჩა.ამ მიზეზის გამო მას საკუთარი ოჯახი "ხელიდან წასულადაც" კი მოიხსენიებდა.საბოლოო ჯამში ბედოუსმა,1849 წლის 26 იანვარს,შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ყოფნისას დიდი ოდენობით შხამის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
7. კონსტანტინ ბიბლი (1898-1951 წლები) - გამოჩენილი ჩეხი სურეალისტი მწერალი,რომელიც 1951 წლიდან "პანკრეატიტის" საშინელი დაავადებით იტანჯებოდა,ვეღარ გაუძლო მისგან გამოწვეულ საშინელ ტკივილებს და ამავე წლის 12 ნოემბერს,53 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
8. რექს ბიჩი (1877-1949 წლები) - ცნობილი ამერიკელი მწერალი და სპორტსმენი (წყალბურთელი),რომელიც სენტ-ლუისის 1904 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბრინჯაოს მფლობელი გახლდათ წყალბურთში,მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა,რის გამოც მისი გარდაცვალებიდან 2 წელიწადში,1949 წლის 7 დეკემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
9. ბოჟიდარი,იგივე ბოგდან გორდეევი (1894-1914 წლები) - ცნობილი რუსი პოეტი,1914 წლის 7 სექტემბერს ხარკოვის ტყეში იპოვეს ჩამომხრჩვალი და როგორც ვარაუდობენ მან თავი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისაგან მიღებული სტრესის გამო მოიკლა.
10. კარინ ბოიე (1900-1941 წლები) - გამოჩენილი შვედი მწერალი ქალი,მამაკაცებთან რამდენიმე უიღბლო სასიყვარულო რომანის შემდგომ,გერმანელ ემიგრანტ ქალზე (რომელთან ერთადაც ერთ ბინაში ცხოვრობდა) მარგო ჰანელზე გახდა შეყვარებული.თუმცა თავად მარგო ჰანელს სხვა ქალთან - ანიტა ნატჰორსტთან ჰქონდა "ურთიერთობა" და ის უყვარდა.შესაბამისად მან კარინს "სასიყვარულო ურთიერთობაზე" უარი განუცხადა.მოგვიანებით ანიტას "კიბოს" დაავადება აღმოაჩნდა.მაშინ როდესაც კარინმა გაიგო,რომ ანიტას კიბო ჰქონდა (რის გამოც მარგო დიდ დეპრესიაში აღმოჩნდა),კარინაზე იმდენად იმოქმედა ამ მოვლენამ,რომ მისმა სულიერმა კრიზისმა "აპოგეას" მიაღწია და გიოტებორგთან ახლოს მდებარე ტყეში,1941 წლის 24 აპრილს საძილე აბების გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.გარდაცვლილს აღმოაჩნდა მომცრო ზომის ბარათი,რომელშიც ეწერა:
"მე,მწამს,რომ შეყვარებული ადამიანი თავისი სიყვარულისათვის უკანვე იღებს იმდენივე სიყვარულს,რამდენსაც გასცემს, - თუმცა არა იმისგან ვინც უყვარს,არამედ თავად სიყვარულისგან".

P.S. კარინ ბოიეს გარდაცვალების შემდგომ ორ თვეში,სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა მარგო ჰალენმაც,ხოლო მომდევნო სამ თვეში გარდაიცვალა ანიტა ნატჰორსტიც.



___________________________________________________________________________________________
1. გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959 წლები) - გენიალური ქართველი პოეტი და XX საუკუნის ქართული პოეზიის "მეფე",1959 წლის 17 მარტს,თბილისში მდებარე საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოხტომით ასრულებს სიცოცხლეს.
2. პაოლო იაშვილი (1894-1937 წლები) - დიდი ქართველი პოეტი,მთარგმნელი და ესეისტი,მის ირგვლივ შექმნილი "წითელი ტერორის"-გან მიყენებული სტრესისა და დეპრესიის გამო,1937 წლის 22 ივლისს,სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს (თოფის გასროლით) მწერალთა კავშირის შენობაში.
3. არტურ ადამოვი (1908-1970 წლები) - გამოჩენილი ფრანგი პროზაიკოსი და დრამატურგი.1960-იან წლებსი მასიურად იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას,რის გამოც დაეწყო ფსიქოლოგიური აშლილობები და შეტევები.მოგვიანებით რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ.1970 წლის 16 მარტს არტური,ბარბიტურატის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს (ჯგუფი სამკურნალო პრეპარატებისა,რომელიც მზადდება ბარბიტურატის მჟავისაგან და მისი ზედმეტი დოზით მოხმარება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სრულ განადგურებას).
4. ფრენსის ადამსი (1862-1893 წლები) - ცნობილი ანგლო-ავსტრალიელი მწერალი,პოეტი და ჟურნალისტი.1893 წლის 4 სექტემბერს,საკუთარ კაბინეტში დაუძახა მის მეპრე ცოლს - ედიტ გოლდსთოუნს,რომელთან თანდასწრებითაც პისტოლეტის გასროლით,თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.როგორც მოგვიანებით ედიტმა აღიარა,მას ჰქონდა შესაძლებლობა ხელი შეეშალა მეუღლისათვის ამ საშინელი აქტის ჩადენაში,თუმცა არაფერი უღონია მის გადასარჩენად.მიუხედავად ამისა,მის წინააღმდეგ გამოძიებას ბრალი არ წაუყენებია.
5. იუბერ აკენი (1929-1977 წლები) - გამოჩენილი კანადელი ფრანგულენოვანი მწერალი,პუბლიცისტი,კინორეჟისორი და პოლიტიკური მოღვაწე.მწერალი,რომლის მიერ დაწერილი რომანი - "შემდეგი ეპიზოდი",კანადური ლიტერატურის კლასიკად არის მიჩნეული,ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე ძალიან აწუხებდა ფიქრები თვითგანადგურების შესახებ,რაც 1977 წლის 15 მარტს აღასრულა კიდეც.მან პისტოლეტიდან თავის არეში გასროლით,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მანამდე კი დაწერა მცირე მოცულობის წერილი,რომელშიც ეწერა;
"მე ვიცხოვრე ძალიან დაძაბული ცხოვრებით და ახლა ამ ყველაფრისაგან ვთავისუფლდები".
6. რიუნოსკე აკუტაგავა (1892-1927 წლები) - უდიდესი იაპონელი მწერალი და ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი,ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში ძლიერ იტანჯებოდა ნერვული შეტევებით,რის გამოც მუდმივად ფიქრობდა "სუიციდის ჩადენაზე".ამ საკიტხს მან თავისი ნაწარმოები - "ცხოვრება იდიოტისა"-ც კი მიუძღვნა.1927 წლის 14 ივლისს,მწერალმა ბარბიტალის (სამკურნალო პრეპარატი,ძილის მომგვრელი და დამამშვიდებელი საშუალება) გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
7. ჟან ამერი (1912-1978 წლები) - დიდი ავსტრიელი მწერალი,ესეისტი და კინოკრიტიკოსი.ორი წლის შემდეგ (1978 წლის 13 ოქტომბერი),რაც დაწერა გახმაურებული რომანი - "თვითმკვლელობა",ზალცბურგის ერთ-ერთ სასტუმროში,ბარბიტურატის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
8. დიმიტრიე ანგელი (1872-1914 წლები) - ცნობილი რუმინელი პოეტი.მისი და შტეფან იოსიფის სიყვარულის ობიექტს ერთი ქალი - ნატალია ნეგრუ წარმოადგენდა.თავდაპირველად ნატალია ცოლად გაჰყვა შტეფანს,თუმცა მასზე განქორწინების შემდგომ ცოლად მიყვება დიმიტრიე ანგელს.ცნობილია,რომ ნატალია საკმაოდ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და ქმარი მუდმივად ეჭვების ქვეშ ჰყავდა მოქცეული.საყვარელი ქალის ღალატმა კი პოეტის ფსიქიკაზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა,რომ 1914 წლის 13 ნოემბერს,პისტოლეტის გასროლით,იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
9. ხოსე მარია არგედასი (1911-1969 წლები) - გამოჩენილი პერუელი მწერალი,მთარგმნელი და ეთნოგრაფი,რომლის შემოქმედებასაც უდიდეს პატივს მიაგებდა გენიალური პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი - მარიო ვარგას ლიოსა და რომლის საუკეთესო ნაწარმოებადაც დღემდე მიჩნეულია - "ღრმა მდინარეები" (თარგმნილია მრავალ ენაზე),ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე დეპრესიითა და სტრესით იტანჯებოდა,რამაც 1969 წლის 2 დეკემბერს იგი პისტოლეტის გამოყენებით თვთმკვლელობამდე მიიყვანა კიდეც.
10. რეინალდო არენასი (1943-1990 წლები) - ცნობილი კუბელი პოეტი,დრამატურგი და პროზაიკოსი.1973 წელს,კუბაზე დაკავებულ იქნა ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით,რის გამოც მოროს ციხეში 2 წლით დაკეტეს.განთავისუფლების შემდეგ ემიგრირებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც მას 1987 წელს აღმოუჩინეს "შიდსი".მიუხედავად უამრავი მკურნალობისა,იგი მაინც უმძიმეს ფიზიკურ მდგომარეობაში ჩავარდა,რის გამოც 1990 წლის 7 დეკემბერს,ბარბიტურატის გადამეტებული დოზის მიღების შედეგად,სიცოცხლე თვით მკვლელობით დაასრულა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1082 | დაამატა: balu | ტეგები: ლიტერატორები, დაასრულეს, თვითმკვლელობით, სისცოცხლე, - რომელთაც, - ნაწილი II | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.