4:11 PM მაიკლ ფარადეის ბიოგრაფიიდან | |
ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფიზიკოსი,ქიმიკოსი და "ელექტრომაგნიტური ველის" ფუძემდებელი - მაიკლ ფარადეი (1791-1867 წლები),მორწმუნე ქრისტიანი გახლდათ და მის რწმენას ვერც ჩარლზ დარვინის ნაშრომების გაცნობამ შეუქმნა საფრთხე.გარდა იმისა,რომ მაიკლ ფარადეი "ლონდონის სამეფო საზოგადოების" წევრი გახლდათ 1824 წლიდან,ამასთანავე იგი გახლდათ იმ "სანდიმანიელთა" სექტის წევრი,რომლებიც ბიბლიას სიტყვა-სიტყვით უკეთებდნენ ინტერპრეტირებას.1840 წელს მაიკლ ფარადეი არჩეულ იქნა ამ სექტის უხუცესად,თუმცა 1844 წელს იგი სხვა 13 სექტის წევრთან ერთად გარიცხულ იქნა აღნიშნული სექტიდან,ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო.მიუხედავად ამისა,რამდენიმე კვირაში ფარადეი კვლავ მიიღეს სანდიმანიელთა სექტაში,მაგრამ 1850 წელს კვლავ გარიცხვის კანდიდატად იქცა (მეორედ გარიცხვის შემთხვევაში მათი წესის თანახმად,იგი ვეღარ აღიდგენდა სექტის წევრობის მანდატს).საბოლოოდ ფარადეი არ გარიცხულა სექტიდან და 1860 წელს მეორეჯერ იქნა არჩეული "სანდიმანიელთა უხეცესად".აღნიშნული წოდება მას 1864 წლამდე ენიჭებოდა. | |
|