სკოლის ან ინსტიტუტის გამოსაშვები საღამოსთვის სამოსთან ერთად მნიშვნელოვანია შესაფერისი და მოდური მაკიაჟის შერჩევა. წვეულებისთვის აქტუალური, მოდური და მიმზიდველი იერსახის შექმნისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ტენდენცია: მარადიული კლასიკა, ბუნებრივი მაკიაჟი ვარდისფერ ელფერით ან ეპატაჟური, კაშკაშა მაკიაჟი თვალებისთვის.
კლასიკა: წითელი პომადა, "smokey eyes"...ისრები კლასიკა მოდიდან არასდროს გადადის, ამიტომ წითელი პომადა, smokey eyes, შავი ფერის ისრები და იდეალურად დამუშავებული სახის ტონი ყოველთვის პოპულარობის პიკზეა. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაკიაჟი შეეფერება პრაქტიკულად ნებისმიერი ფერის თვალებს და ნებისმიერი ფორმის სახეს. აირჩიეთ მდგრადი ტექსტურის მქონე პომადა. კარა დელავინი
YSL
Loewe
ბუნებრივი მაკიაჟი ვარდისფერის ელფერით ბუნებრივ, ოდნავ შესამჩნევ ვარდისფერ ფერში გადაწყვეტილი მაკიაჟი შეეფერება ქალბატონებს, რომლებიც ამჯობინებენ მსუბუქ მაკიაჟს ან ყოველდღიურ ყოფაში არ იღებებიან. ასეთი მაკიაჟი წაუგებელი და უნივერსალური ვარიანტია. გაზაფხული-ზაფხული 2013 წლის კოლექციების ჩვენებებზე ვიზაჟისტებმა ფართოდ გამოიყენეს მაკიაჟი nude სტილში. გაითვალისწინეთ, სანამ აქცენტებს გააკეთებთ ტუჩებს, თვალებს ან ღაწვებზე, ჯერ სახეს მიანიჭეთ იდეალური ტონი, რისთვისაც გამოიყენეთ მაკიაჟის ფუძე, ტონალური კრემი და კომპაქტური პუდრა. მაკიაჟი nude მეტად პოპულარული იყო კანის კინოფესტივალზეც. ბიანკა ბალტი ნიკოლ კიდმანი
Costume-National
Cacharel
Elie-Saab
კაშკაშა ფერის ჩრდილები და ფანქარი გამოკვეთილი, ოდნავ ეპატაჟური მაკიაჟი თვალებისთვის-გახლავთ სეზონის მთავარი ტენდენცია. ის იდეალურად შეავსებს ექსტრავაგანტულ იერსახეს. ფერი კაბას ან ფრჩხილების ლაქს შეუხამეთ. ვიზაჟისტები აქცენტს აკეთებენ ფირუზისფერ, ნარინჯისფერ, ლურჯ და იისფერ ფერებზე. თვალის გამოკვეთა შეგიძლიათ გლუვი ტექსტურის ჩრდილების ან კაშკაშა კონტურული ფანქრის მეშვეობით. თამამ ქალბატონებს შეუძლიათ გარისკონ და ერთდროულად რამდენიმე ფერი დაიტანონ თვალებზე.
ბარბარა პალვინი კანის კინოფესტივალზე
Cacharel
Kenzo
McCartney |