Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 28 » მართა ვაშინგტონი - ნაწილი I
10:06 PM
მართა ვაშინგტონი - ნაწილი I
ძვირფასო მკითხველო! ვიწყებთ ციკლს ამერიკის შეერთებული შტატების მეუღლეების შესახებ.მათმა ისტორიაში არა ერთ მოვლენაზე იქონიეს გავლენა და მათი გაცნობა,ვფიქრობ საკმაოდ საინტერსო იქნება მკითხველისათვის:

მართა პარკ-ქასთის ვაშინგტონი (1731-1802 წლები) დაბადების გვარი დენდრიჯი,ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის - ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე.პირველად 18 წლის დაქორწინდა დანიელ პარკ კასტინზე,რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო.მათ ოთხი შვილი შეეძინათ.მეუღლის გარდაცვალების 1757 წელს იგი დარჩა საკმაოდ ეკონომიკურად ძლიერ ქვრივად,ორი წლის შემდეგ 1759 წლის 6 იანვარს კი დაქორწინდა ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკზე ჯორჯ ვაშინგტონზე.რომელმაც თავის მხრივ ბრიტანული პოლიტიკის გამო ამერიკის მიმართ,სამხედრო სამსახურზე უარი განაცხადა.მართა დენდრიჯი წინააღმდეგი იყო ჯორჯ ვაშინგტონის გაპრეზიდენტებისა და ინაუგურაციასაც კი არ დასწრებია,თუმცა შემდეგ მან ნათლად შეასრულა ყველა ის მოვალეობა,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის ეკისრებოდა.დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში,როდესაც ვაშინგტონი ხელმძღვანელობდა ამერიკულ ლაშქარს,მართა მას გვერდიდან არ შორდებოდა და თან დაჰყვებოდა მეუღლეს ყველა კამპანიის დროს.ჯორჯ ვაშინგტონის ბრძანებით (პრეზიდენტობის შემდეგ),მართას სახელი მის სიცოცხლეშივე ეწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს.აქვე აღსანიშნავია,ის ფაქტიც რომ ჯორჯმა,მარტას ოთხივე შვილი იშვილა (მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ).მართა ვაშინგტონი გარდაიცვალა მაუნთ ვერნონში,მეუღლის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში.იგი დაკრძალეს 1802 წლის 22 მაისს.1831 წელს კი გადასვენებულ იქნა აკლდამაში თავისი მეუღლის გვერდით.1902 წელს კი მართა ვაშინგტონი აღბეჭდეს ამერიკის საფოსტო მარკაზე და ის პირველი მანდილოსანი იყო,რომელიც ამერიკის საფოსტო მარკაზე იქნა აღბეჭდილი.ასევე მართა აღბეჭდილ იქნა ვერცხლის ერთდოლარიანზე.ხოლო მოგვიანებით 10 დოლარიან ოქროს მონეტაზეც.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 820 | დაამატა: balu | ტეგები: vashingtoni, მართა ვაშინგტონი - ნაწილი I, marta vashingtoni | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.