Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » "მედეა" - "ეპიზოდი"
10:19 PM
"მედეა" - "ეპიზოდი"
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული მედეა,რომელსაც ლეგენდის მიხედვით არგონავტების წინამძღოლი იასონი შეუყვარდა და დახმარება გაუწია მას "ოქროს საწმისის" მოტაცებაში,დიდმა ძველბერძენმა ტრაგიკოსმა მწერალმა - ევრიპიდემ (ძვ.წ.აღ-ით 480-406 წლები),თავის უკვდავ ტრაგედიაში "მედეა" შვილების მკვლელ,შურისმაძიებელ ქალად წარმოსახა.რისთვის დასჭირდა ევრიპიდეს მითის მაგისტრალური ხაზის გამრუდება და მედეას საშინელ ბოროტმოქმედად გამოყვანა? მიზეზი ამისა შესაძლოა სამი გარემოებით აიხსნანს:
1. უცხოური წარმომავლობის ადამიანს ბერძნები ქედმაღლურად უყურებდნენ და თავიანთი მაღალი კულტურით უპირისპირებდნენ ყველა სხვა,ვითომცდა ბარბაროსულ ტომებს.მართალია,ევრიპიდესთან მედეა ძლიერი და მტკიცე ხასიათის პიროვნებაა,მაგრამ მისი ვნებები მის გონებაზე უძლიერესია.ამიტომ ხაზს უსვამს ხშირად ევრიპიდე - მედეას ბარბაროსულ წარმოშობას,რაც ძლიერ პიროვნებასაც კი შეცდომებისა და ბოროტმოქმედებისაკენ მიაქანებს.
2. ევრიპიდე თავისი სამშობლო ელადის დიდი პატრიოტია და ათენელ მაყურებელს უჩვენებს,თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი პატრიოტული გრძნობების დაჩლუნგებამ და სამშობლოს ღალატმა.მედეამ უღალატა მამულს,მოწყდა მშობლიურ კერას და კიდეც დამარცხდა მორალურად ცხოვრებასთან ბრძოლაში.მან თავზარდამცემი,შემაძრწუნებელი საქმე ჩაიდინა - ღვიძლი შვილები შეუბრალებლად დაკლა.პოეტი ტრაგედიის გუნდს,რომელიც კორინთელი ქალებისაგან შედგება ათქმევინებს: "დეე,ნურასოდეს ნუ მოვწყდებით სამშობლოსო".
3. მედეას სახის დახატვაში დიდი როლი ითამაშა ევრიპიდეს ტრაგედიის მიმართულებამ,ნათლად აესახა ქალის კონტრასტული გრძნობები - ძლიერი და თავდადებული სიყვარულისა,ერთი მხრივ,და ყოველგვარ საზღვარს გადაცდენილი,თავაწყვეტილი შურისძიებისა,მეორე მხრივ.ძველ საბერძნეთში,როგორც ცნობილია,ქალის როლი მეტისმეტად დაკნინებული იყო და ევრიპიდეც აგრძელებს იმ ტრადიციას ქალის მუქი ფერებით დახატვის საქმეში,რომელსაც საფუძველი მწერლობაში ჯერ კიდევ ჰესიოდემ და სიმონიდე ამორგორსელმა დაუდეს (პანდორას მითი და "სატირა ქალებზე").ევრიპიდეს არა მარტო "მედეაში",არამედ სხვა ტრაგედიებშიც ჰყავს გამოყვანილი გრძნობებს ზედმეტად აყოლილი,შურისძიებაში თავშეუკავებელი და გონებაშეზღუდული ქალები.არისტოფანეს კომედიაში "თერმოსფორიაძუსები" ერთი ქალი უჩივის ევრიპიდეს: იმან ისე გალანძღა და ლაფში ამოსვარა ქალები,რომ ქმრები,თეატრიდან დაბრუნების შემდეგ,ეჭვით აღსავსენი მივარდებიან ხოლმე თავიანთ ცოლებს და ათასნაირ ბოროტმოქმედებაში სდებენ ბრალსო.
სწორედ ევრიპიდემ ტრაგედიაში შემოიტანა ტრაგიკული კოალიზიის გამძაფრებისათვის მედეას შურისძიება და მას კიდევ უფრო შემაძრწუნებელი სახე მიანიჭა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1148 | დაამატა: balu | ტეგები: Medea / მედეა (ქართულად) (1969/GEO/, Medea, მედეა - ეპიზოდი, monatrebaze | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.