Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » მედიჩის ჟირაფი
4:10 PM
მედიჩის ჟირაფი
მედიჩის ჟირაფი" - გახლდათ საჩუქარი ეგვიპტის სულთნის - კაიტ-ბეემისა,გაკეთებული 1486 წელს,ფლორენციის რესპუბლიკის მმართველისა და სახელმწიფო მოხელის - ლორენცო დი პიერო დე მედიჩის (1449-1492 წლები) მიმართ.ასეთი იშვიათი დასაჩუქრების მიზნად, ეგვიპტის სულთანი ისახავდა ფლორენციის რესპუბლიკისა და ეგვიპტის ახლო,მეგობრულ ურთიერთობებს.ფლორენციაში (ევროპაში) ამ უიშვიათესი ცხოველის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი და ინტერესი მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან,რადგან იგი პირველი ცოცხალი ჟირაფი გახლდათ,რომელიც იტალიაში იხილეს,მას შემდეგ რაც ძველი რომი აღარ არსებობდა. ძვ.წ.აღ-ით 46 წელს,იულიუს კეისრის ეგვიპტეში გამარჯვების აღსანიშნავად,რომში დაბრუნების შემდგომ სპეციალურად კეისრისათვის შეიქმნა "სამხეცე",სადაც ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ჟირაფი იწვევდა.აღნიშნული მოვლენა პირველი ფაქტი გახლდათ,ჟირაფის ევროპულ ქვეყნებში გამოჩენისა და მას რომაელებმა "ქამელოპადრომი" უწოდეს,რადგან მათი აზრით ჟირაფი აერთანებდა აქლემისა და ლეოპარდის მახასიათებლებს,ნაზავს.აღსანიშნავია ამ მოვლენაში ის ფაქტიც,რომ თავის ძალაუფლების დამადასტურებლად იულიუს კეისარმა ევროპისათვის ეს უიშვიათესი ცხოველი,ლომებს დააგლეჯინა,რითიც ყველას აგრძნობინა,რომ მის სურვილს წინ ვერაფერი აღუდგებოდა.აღნიშნული ისტორია კარგად ცნობილი იყო ფლორენციის მმართველის ლორენცო მედიჩისათვისაც,რომელსაც ასევე სურდა თავისი ძალაუფლების გამყარება ფლორენციაში.ამიტომ გადაწყვიტა მეგობრობის გამყარების მიზნით და საფრანგეთის სამეფო კარტან სიახლოვის დამადასტურებლად,ეგვიპტის სულთნის ნაჩუქარი "ჟირაფი",საჩუქრად საფრანგეთის დედოფლის ანა ბრეტონელისათვის (1477-1514 წლები) მიეძღვნა,თუმცა ლორენცო მედიჩის ამ სურვილს შესრულება არ ეწერა,უბედური შემთხვევის შედეგად ჟირაფი გარდაიცვალა და შესაბამისად მისი ჩუქება მედიჩმა დედოფალ ანასათვის ვეღარ შეძლო.აღნიშნული ფაქტი კი ისტორიაში შევიდა,როგორც "მედიჩის ჟირაფი".
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1032 | დაამატა: balu | ტეგები: მედიჩის ჟირაფი, jirafi, medichis jirafi, medichis | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.