ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1149/თარიღი: 2013-09-03
სქესობრივი მომწიფება (პუბერტატული პერიოდი) – ორანიზმში ცვლილებების პროცესია, რომლის შედეგადაც იგი ხდება გამრავლებისუნარიანი ანუ რეპროდუქციული. სქესობრივი მომწიფება იწყება თავის ტვინიდან სასქესო ჯირკვლებისკენ (საკვერცხეებისკენ) მომავალი იმპულსაციის ხარჯზე. ამ სიგნალების საპასუხოდ საკვერცხე გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც ასტიმულირებენ სიმაღლის, ძვლების, კუნთების, კანისა და რეპროდუქტიული ორგანოების ზრდას. სხეულის ზრდა პუბერტატული პერიოდის პირველ ნახევარში ჩქარდება და სრულდება სქესობრივი მომწიფების ბოლოს. პუბერტატის პერიოდამდე სხვაობა გოგონას და ბიჭის სხეულებს შორის მხოლოდ სასქესო ორგანოებია. სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩნდება ახალი ნიშნები და გარეგნული მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს ამ ორ სქესს ერთმანეთისგან. ვინაიდან ეს ნიშნები ვითარდება დროთა განმავლობაში მეორადად (და არ არის დაბადებისას) ამიტომ მას მეორად სასქეოს ნიშნებს უწოდებენ. მოკლედ, რომ ვთქვათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი წარმოადგენს იმ პერიოდს, როცა ადამიანი იძენს მეორად სასქესო ნიშნებს და ხდება რეპროდუქციული.
მოზარდობა და სქესობრივი მომწიფება
მკაცრად რომ განვსაზღვროთ ტერმინი „სქესობრივი მომწიფების პერიოდი და პუბერტატი“ (ლათინური სიტყვიდან pubertas - თმის ზრდის ასაკი) გულისხმობს მხოლოდ იმ ცვლილებებს, რომელიც ხდება სასქესო სისტემაში და არ მოიაზრებს არც კულტურულ და არც სოციალურ ფაქტორებს, ამიტომ როცა უნდათ გამოხატონ სქესობრივი მომწიფება უფრო ფართ გაგებით მოიხსენიებენ, როგორც „მოზარდობის პერიოდი“.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1023/თარიღი: 2013-09-03
ანორგაზმია ორგაზმის ქონას ნიშნავს. ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ქალების ანორგაზმიის მოძველებული სახელია ფრიგიდულობა. ტერმინი „ფრიგიდულობა“ აღარ იხმარება თანამედროვე ლიტერერატურაში, რამეთუ იგი აღნიშნავდა ნორმას, მაშინ როცა სინმამდვილეში არის ქალებში ნორმიდან გადახრა. ფრიგიდულობა დღეისთვის გამოიყენება სექსუალური აგზნების დარღვევის და ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობის სინონიმად.
ანორგაზმიის რამდენიმე გამოვლინება არსებობს – ანორგაზმია მასტურბაციის დროს (ქალების 5%-ში), ანორგაზმია ვაგინალური სექსის დროს (მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს არ არის ნორმიდან გადახრა და ამ შემთხვევაში ქალებს ურჩევს დამატებით ორალურ და მანუალურ სტიმულირებას ორგაზმის მისაღწევად), ანორგაზმია სექსის ნებისმიერი ფორმის დროს, როცა ორგაზმი მიიღწევა მხოლოდ მასტურბაციისას და ა.შ.
მეცნიერთა უმრავლესობა ანორგაზმიას ნორმიდან გადახრად მიიჩნევს. ძირითადად აღენიშნებათ ახალგარზრდა ქალებს და ქალებს მცირე სექსუალური გამოცდილებით.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1270/თარიღი: 2013-09-03
სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენაში იგულისხმება სექსუალური კავშირის ამა თუ იმ მხარესთან დაკავშირებული შეზღუდვების ერთობლიობა და რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც აუცილებელია გატარდეს კოიტუსამდე და კოიტუსის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესების და სხვადასხვა ინფექციების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
თანამედროვეობაში ჰიგიენა მოიცავს სქესობრივი პარტნიორის შერჩევესაც, ვინაიდან შემთხვევითი პარტნიორებისგან რაიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით დასნებოვნების რისკი მაღალია.
რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ინტერესებში შედის, ვინაიდან ყოველივე ეს თავის მხრივ მოიზარებს ჯანმრთელი შვილის ყოლას.
სასქესო ორგანოების ჰიგიენა ზოგადი ჰიგიენის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოიცავს ჰიგიენური ნორმების დაცვას, რაც აუცილებებლია სასქესო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისა და მათი დაავადებების თავიდან ასაცილებლად. სასქესო ორგანოების ჰიგიენა დღის განრიგის აუცილებელი ნაწილია. სხეულის ამ ნაწილში კანი ძალიან ნაზია და მისი დაბანა უნდა მოხდეს ფრთხილად, რათა არ გაღიზიანდეს და არ განვითარდეს ანთებითი რექაცია. გასათვალისწინებელია, რომ დასაბანად რეკომენდებულია მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი. სქესის, ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასქესო ორგანოების ჰიგიენას თავისებურებები გააჩნია.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 923/თარიღი: 2013-09-03
ითვლებოდა, რომ კრიტიკულ დღეებში სექსისგან თავის შეკავება აჯობებს. თუმცა მეცნიერების ნაწილმა აზრი შეიცვალა.
თუკი მამაკაცი გამოხატავს ქალისთვის კრიტიკულ დღეებში სექსის სურვილს, უარის თქმა არ ღირს. გასაგებია, რომ მამაკაცს ახალი შეგრძნებები უნდა, რადგან ქალში მენსტრუაციის დროს ხდება მთელი რიგი ფიზიკური და ემოციური ცვლილებები. უბრალოდ საჭიროა რიგი რეკომენდაციები, რომელიც წყვილმა უნდა გაითვალისწინოს მენსტრუაციის დროს სექსისას.
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1596/თარიღი: 2013-09-03
პოსკოიტალური (სექსის შემდგომი) ქცევა სქესობრივ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი კოიტუსის შემდეგ გრძნობს სიამოვნებას, რომლის ინტენსივობა ნელ-ნელა კლებულობს, ამიტომ იგი საჭიროებს ამ დროს სითბოს და საშინელი გაცდა აქვს, თუკი ამ დროს მის პარტნიორს სძინავს.
კოიტუსის შემდეგ ალერსზე უარის თქმა, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მას არც ქალის ბუნებაზე აქვს წარმოდგენა და არც ტაქტიანი პიროვნებაა. მან არ იცის, რომ სქესობრივი დაკმაყოფილება ქალში იწვევს სულიერი ემოციების ნაკადსა და ჩნდება დამატებითი ალერსის მოთხოვნილება.
ქალს ორგაზმის შემდეგ უჩნდება ალერსის ზღვა პარტნიორი მამაკაცისადმი, რომელიც ვალდებულია (სექსოლოგია ამას მკაცრად უსვამს ხაზს!) უპასუხოს მას იგივე გრძნობით, თუკი მას უყვარს ქალი. იმ მამაკაცთათვის, რომლებიც არ იქცევიან ასე, ქალი დახურული და იდუმალებით მოცული წიგნია.
კოიტუსის შემდგომი ქცევით ადვილია, დადგინდეს ქალი მართლა ძვირფასი და საყვარელია კაცისთვის, თუ მათ ურთიერთობის საფუძველი მხოლოდ ვნებაა.
მამაკაცმა კოიტუსის შემდგომ საყვარელი ქალის მიმართ უნდა გამოიჩინოს დიდი სითბო, ბევრჯერ უნდა გაუმეოროს, რომ უყვარს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუკი ქალი იგზნება პარტნიორის ასეთ ალერსზე, მამაკაცი უნდა მოემზედოს ხელახელი სქესობრივი აქტისათვის. არ შეიძლება ქალს მოექცე, როგორც მხოლოდ სიამოვების მომტან „საგანს“!
|
|