ახალი არაფერია იმაში, რომ ვთქვა მეგობრობა უდიდესი განძიათქო. ამ ფოტოს შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ნამდვილ მეგობარს სხვა ვერავინ შეცვლის. ფოტო ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელია, თუმცა ისტორია საკმაოდ სევდიანი აქვს. ეს არის რიგითი ჯარისკაცის, კევინ ელიოტის დაკრძალვა. იგი მოკლეს ავღანეთში, თალიბებთან ბრძოლისას. ცერემონია გაიმართა დანდიში (შოტლანდიაში). მის საუკეთესო მეგობარს, ბარი დელეინის ეცვა მწვანე კაბა იმ დიდი ხნის შეთანხმების პატივისცემის ნიშნად, რომლის მიხედვითაც, თუ ერთი (მეგობართაგანი) მოკვდებოდა, მეორეს დაკრძალვაზე უნდა ჩაეცვა ღია მწვანე კაბა. |