10:17 PM მერაბ კოსტავას შესახებ... | |
საქართველოს ეროვნული გმირი,დისიდენტი და დიდი ქართველი მამულიშვილი - მერაბ კოსტავა (1939-1989 წლები).მაშინ როდესაც იგი სასჯელს იხდიდა ციმბირის კოლონიაში,1985 წლით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად,რომელსაც ციმბირის IX კოლონიის ერთ-ერთი რაზმეულის უფროსი მის ზემდგომებთან პატაკში მერაბ კოსტავას ასე ახასიათებდა: "გულჩათხრობილი და ამაყია,სისტემატურად ხაზს უსვამს გარშემო მყოფებთან შედარებით თავის უპირატესობას.ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და მიიჩნევს,რომ მას ყველაფერი მოუწყვეს განსხვავებული შეხედულებისა და რწმენის გამო.ამბობს,რომ მის მიმართ დანაშაული პროვოცირებულია.მის ხასიათში ნათლად გამოხატულია ეროვნული ნიშნები.კითხულობს მხოლოდ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს,რომლითაც ნათესავები ამარაგებენ.მეგობრობს მხოლოდ ქართველებთან,კითხულობს ქართულ ლიტერატურას და საუბრობს მხოლოდ ქართულად". | |
|