ეს ამბავი არის ერთ ჩვეულებრივ მოხუცზე, რომელმაც თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ძალიან ხშირია შემთხვევები როცა მოხუცებს უდიერად ექცევიან, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათ იგივე გრძნობები არ გააჩნიათ, რაც სხვებს. პირიქით გამიგონია მოხუცები ბავშვებით გულჩვილები ხდებიანო. ეს ლექსიც ვფიქრობ ამის კარგი დამამტკიცებელია. ლექსი მოხუცის გარდაცვალების შემდეგ მისი ოთახის დალაგების დროს ექთნებმა იპოვნეს, გთავაზობთ მის ორიგინალს და ქართულ თარგმანს.
ჭირვეული მოხუცი შენ რას ხედავ ექთანო?... შენ რას ხედავ? შენ რას ფიქრობ... როცა მე მიყურებ? ჭირვეული მოხუცი, .....სულელი, გაუგებარი ცხოვრებით.... გამქრალი მზერით? რომელიც საჭმელს აწვეთებს? როცა ყვირი „მიდი სცადე!" შენ კი გგონია, რომ ის ვერ ამჩნევს, შენ რას აკეთებ. მუდმივად კარგავს.... წინდებს ან ფეხსაცმელს? არაფერს გაძალებს, მაგრამ უფლებამოსილი ხარ გაუკეთო მას რასაც ისურვებ, დღის შესავსებათ....მხოლოდ ბანაობა და ჭამა? ესაა, შენ რასაც ფირქობ? შენ რასაც ხედავ? გაახილე თვალები ექთანო. შენ მე არ მიყურებ. გეტყვი ვინ ვარ მე...ჯერ კიდევ აქ ვზივარ, ვემორჩილები თქვენს განრიგს, ....ვიკვებები თქვენი სურვილით. მე ჯერ კიდევ ის პატარა 9 წლის ბიჭუნა ვარ, დედასთან და მამასთან რომ ცხოვრობს, ძმებთან და დებთან ..... ვისაც ერთმანეთი გვიყვარს. ახალგაზრდა 16 წლის ყმაწვილი, ...ფეხებზე ფრთებით მეოცნებე დღე-დღეზე შეხვდეს მთელი ცხოვრების სიყვარულს. საქმრო, რომელსაც მალე 20 წელი შეუსრულდება და რომელსაც გული ამოვარდნაზე აქვს, ახსოვს ფიცი, რომლის ასრულებასაც შეჰპირდა. ახლა კი მე 25 წლის ვარ... მყავს ჩემი პატარა შვილი. რომელიც საჭიროებს ჩემს დარიგებას, ... დაცულ ბედნიერ სახლს. 30 წლის მამაკაცი ..... ჩემი შვილი სწრაფად გაიზარდა, უწყვეტი კავშირით ვართ შეკრულნი. 40 წლისას ჩემი ბიჭები გაიზარდნენ და დატოვეს სახლი. მაგრამ ჩემი მეუღლე ჩემს გვერდითაა ...არ მაძლევს დამწუხრების უფლებას. და უკვე 50 წლისას კვლავ პატარები თამაშობენ ჩემს ფეხებთან, კვლავ ბავშვებთან ვართ, ... მე და ჩემი სიყვარული. სიბნელე დაეშვა ... ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვიყურები მომავალში და შიშით ვრთი. ახლა ვცხოვრობ ჩემი შვილებისთვის და მათი შვილებისთვის. მე ვფიქრობ წლებზე...სიყვარულზე, რომელიც მე მქონდა, უკვე მოხუცი ვარ...ცხოვრება მწარეა. სიბერე დაგვცინის, გვაიძულებს სულელურად გამოვიყურებოდეთ. სხეული ნამცეცდება...მოხდენილობა და მხნეობა ქრება. იქ, სადაც ერთ დროს გული მქონდა, ქვა არის. მაგრამ ამ მოხუცი ჩონჩხის შიგნით ჯერ კიდევ ახალგაზრდა ცოცხლობს. ჩემი გული ისევ და ისევ ფეთქავს მახსოვს ჩემი სიხარული...მახსოვს ყველა ტკივილი. მე ისევ მიყვარს და ისევ ვცოცხლობ...ამ ცხოვრებაში როგორც წინათ. ვფიქრობ წლებზე, რომლებიც ასე ცოტა იყო და რომელიც ასე სწრაფად გაფრინდა. ვეთანხმები ჯიუტ ფრაზას არაფერია მუდმივი. ადამიანებო გაახილეთ თვალები! გაახილეთ და შეხედეთ. ჭირვეული მოხუცი კი არა! შემხედეთ ყურადღებით და დამინახავთ მე!!
(ორიგინალი)
Cranky Old Man What do you see nurses? ..... .What do you see? What are you thinking ... when you're looking at me? A cranky old man, ..... .not very wise, Uncertain of habit ... ... ... . with faraway eyes? Who dribbles his food ... ..... and makes no reply. When you say in a loud voice . .'I do wish you'd try!' Who seems not to notice . . .the things that you do. And forever is losing ... ... ... A sock or shoe? Who, resisting or not ... ... lets you do as you will, With bathing and feeding ... .The long day to fill? Is that what you're thinking?. .Is that what you see? Then open your eyes, nurse. . you're not looking at me. I'll tell you who I am ... . .. As I sit here so still, As I do at your bidding, ..... as I eat at your will. I'm a small child of Ten . .with a father and mother, Brothers and sisters ... ... . who love one another A young boy of Sixteen ... .. with wings on his feet Dreaming that soon now . . .... a lover he'll meet. A groom soon at Twenty ... ..my heart gives a leap. Remembering, the vows ... . .that I promised to keep. At Twenty-Five, now ... . .I have young of my own. Who need me to guide ... And a secure happy home. A man of Thirty ... ... . My young now grown fast, Bound to each other . . .. With ties that should last. At Forty, my young sons .. .have grown and are gone, But my woman is beside me . . to see I don't mourn. At Fifty, once more, ... . .Babies play 'round my knee, Again, we know children ... . My loved one and me. Dark days are upon me ... . My wife is now dead. I look at the future ... ... . I shudder with dread. For my young are all rearing .... young of their own. And I think of the years ... And the love that I've known. I'm now an old man ... ... .. and nature is cruel. It's jest to make old age ... ... . look like a fool. The body, it crumbles . . .. . grace and vigour, depart. There is now a stone ... where I once had a heart. But inside this old carcass . A young man still dwells, And now and again ..... my battered heart swells I remember the joys ... ... . I remember the pain. And I'm loving and living ... ... . life over again. I think of the years, all too few . . .. gone too fast. And accept the stark fact ... that nothing can last. So open your eyes, people ... ... ... open and see. Not a cranky old man. . . Look closer... . see..... ME!!
|