Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » მოზაიკური ასაწყობი თავსატეხის" ისტორიიდან
4:23 PM
მოზაიკური ასაწყობი თავსატეხის" ისტორიიდან
პირველი "მოზაიკური ასაწყობი თავსატეხი" ისტორიაში,გამოგონებულ და შედგენილ იქნა ინგლისელი პედაგოგის - ჯონ სპილბერის მიერ 1763 წელს.მის მიერ დამზადებული გრავიურა,შავ-თეთრ ტონალობაში,წითელი ხის თხელი და პატარა პანელებისაგან იქნა დამზადებული.მასზე კი დატანილი იყო გეოგრაფიული რუკა.დამზადების მიზანს წარმოადგენდა,ერთგვარი მეცადინეობა გეოგრაფიაში ჯონ სპილბერის მოსწავლეებისათვის.აღნიშნული "გეოგრაფიული თავსატეხისაგან",მოსწავლეებს უნდა შეედგინათ მსოფლიოს რეალური რუკა.აღნიშნულმა,პირველმა "თავსატეხმა",რომლის პირველი მოდელიც გეოგრაფიული გახლდათ,იმთავითვე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ინგლისში და შემდგომ მთელ ევროპაში.ჯონ სპილბერის იდეა მალევე იქნა ატაცებული და დაწყებულ იქნა არა მარტო გეოგრაფიული ტავსატეხების დამზადება,არამედ,პორტრეტების,გამრავლების ცხრილების,ანბანების,პეიზაჟებისა და სხვა გამოსახულებების.შესაძლოა თამამად ითქვას,რომ ჯონ სპილბერის ინოვატორულმა გამოგონებამ,ნამდვილი ბუმუ და ფურორი გამოიწვია.თავდაპირველად "ასაწყობი თავსატეხების" მასიური დამზადება ინგლისში დაიწყო,შემდეგ ევროპაში,მე-XIX საუკუნეში ამერიკაში და მოგვიანებით მთელს მსოფლიოში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ "ასაწყობი თავსატეხი",გარდა გონებრივი დატვირთვისა,სათამაშო ფუნქციასაც ითავსებდა და იგი საკმაოდ ძვირადაც ფასობდა.თუმცა შემდგომში საბეჭდი მანქანების მასიურად გამოყენების შემდეგ,იგი არა მარტო მარალი სოციალური ფენის ადამიანებისთვის,არამედ შედარებით დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.2012 წელს სექმნილ იქნა,მსოფლიოში ყველაზე დიდი "ასაწყობი თავსატეხი",რომლის ზომებიც 20 მეტრი - 15 მეტრზე იყო და მასზე გამოსახული გახლდათ გენიალური გერმანელი მხატვრის - ალბრეხტ დიურერის ავტოპორტრეტი.იგი შედგებოდა 1023 ელემენტისაგან,რომელთა თითოეული ელემენტის წონა 800 გრამი იყო,ხოლო ზომით 70 სანტიმეტრი - 70 სანტიმეტრზე."ასაწყობ თავსატეხს" აქტუალურობა არც დღეს დაუკარგავს და იგი კვლავაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს (განსაკუთრებით ბავშვებში).
კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 1331 | დაამატა: balu | ტეგები: gonebis savarjishoebis.gamogoneba, asawyobebi, მოზაიკური ასაწყობი თავსატეხის ისტორ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.