7:01 PM მუხრან მაჭავარიანი - "ანდუყაფარო" | |
ანდუყაფარო,
ლიპარიტო, - დარნო მთათანო, ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო, ბიჭო სესეო, თოთიკაანთ ქალო მელანო, ვაჟას არწივო, შოთას ვეფხვო, ტატოს მერანო; ბზიფო, ენგურო, ალაზანო, მტკვარო, იორო, აგერ,ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო; ქინძმარაულო, ტიბაანო, - ღვინოვ,კახურო; გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო, დიდო კახეთო, დიდო ქართლო, დიდო შამქორო, - ვერ დამადუმონ, ვერ დამძალონ _ თუნდა ჩამქოლონ... ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს _ ფრთები მასხია თქვენგნით... მხოლოდ თქვენგნით რამეთუ. | |
|