Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » მუხრან მაჭავარიანი - "გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს"
3:52 PM
მუხრან მაჭავარიანი - "გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს"
თერგი,სხვისი თვალით,შეჰხარის ზღვას,
ენგურს,ჩვენი თვალით,ზღვა უვსებს თვალს...
ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?!_
გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.

წინაპრებს ვიგონებთ,ჩვენ როცა ვსვამთ,
ხანდახან სხვისასაც ჩვენ ვტირით მკვდარს...
ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?!_
გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.

მავანი სხვის ხელში უკეთ გრძნობს თავს,
ჩვენ სიკვდილ გვირჩევნავ სიცოცხლე ავს...
ჭირს ჩვენსას ჩვენსავით გაიგებს სხვა?!_
გაჩერდი ერთი თუ ღმერთი გწამს.
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 987 | დაამატა: balu | ტეგები: muxranis leqsebi, gacherdi erti tu gmerti gwams, უ ღმერთი გწამ, - გაჩერდი, მუხრან მაჭავარიანი, ერთი თ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.