7:06 PM მუხრან მაჭავარიანი - "ვიდრე ზეცა მზიანია" | |
ვიდრე ზეცა მზიანია,
ვიდრე ყანა მწყრიანია, ვიდრე მეხთა გრიალია და ნიაღვართ რია-რია... საქართველო... საქართველო... ვიდრე ალაზნიანია, ვიდრე ენგურიანია, ვიდრე რიონიანია... იგი ადამიანია?!_ ის რა ადამიანია!_ ამ დიდებულ სილამაზეს ჯანს საკუთარს ვინც არ აძლევს, როგორც შოთამ შეალია, როგორც ვაჟამ შეალია, ვით ილიამ შეალია, ვით აკაკიმ შეალია. ვიდრე ზეცა მზიანია, ვიდრე ძელქვის შრიალია... თვარა მერე, თვარა მერე, თვარა მერე გვიანია. | |
|