8:47 PM ნათურის განვითარების ეტაპები | |
პირველი ნათურა 19 საუკუნეში გამოიგონეს, მას ვარვარის ნათურა ეწოდება. ამ ნათურაში გავარვარებული ვოლფრამი სინათლეს წარმოქმნის, მაგრამ სამწუხაროდ იგი 9–ჯერ მეტ ანუ 90%_ს ხარჯავს სითბოს გამოყოფაზე, ხოლო დანარჩენ 10%_ს სინათლეზე, ამიტომაც ვარვარის ნათურა ძალზე არაეკონომიურია. ის შედგება : მინის ამპულისაგან, რომელშიც მოთავსებულია ვოლფრამის სპირალი, რაზეც გადის ელექტროდენი, ხოლო როდესაც ვოლფრამის ატომების ელექტრონები აქტიურდებიან სინათლეს გამოყოფენ. ინერტული აირის გარეშე როგორიცაა კრიპტონი, ვოლფრამის სპირალი მაშინვე გადაიწვებოდა. დროთა განმავლობაში კი ვოლფრამის სპირალი იცვითებოდა, რასაც ნათურის გადაწვამდე მივყავდით. ვარვარის ნათურის შემდგომ გამოიგონეს ფლუორესცენციული ნათურა, რომლის შიგნითაც თვალით უხილავი ელექტროენერგია წარმოიქმნება და მთლიანად სინათლედ გადაიქცევა. ის შედგება : მილის ფორმის მინისაგან, რომელიც შიგნიდან ფოსფორის შრითაა დაფარული, მასში ნეონისა და მერკურის აირბია. მილში ელექტროდები ელექტრონულ განმუხტვას წარმოქმნიან და ამგვარად გადაადგილდება ელექტრონები. მის შიგნით მოთავსებული მერკურის ატომების ელექტრონებთან შეჯახება ულტრაიისფერ სინათლეს წარმოქმნის, რომლის შეუიარაღებელი თვალით აღქმა შეუძლებელია. ფოსფორი ამაზე რეაგირებს და თეთრ სინათლეს ასხივებს. განათებამ რომ არ იციმციმოს ელექტრონული მოდული დენის წყაროს უერთდება.
და ბოლოს დღემდე არსებული ყველაზე ეკონომიური ნათურაა ჰალოგენური ნათურაა. იგი შედგება ელექტროლუმი–ნესცენციური დიოდებისაგან და სინათლეს სპეციალურ მილისაგან დამზადებული უმცირელი მემბრანის მეშვეობით ასხივებს. ჰოლოგენური ნათურა ძალიან მცირე რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. რადგან ის მხოლოდ დაბალი ელექტროძაბვის დროს მუშაობს, აუცილებელია ტრანსფორმატორის გამოყენება. ჰალოგენური ნათურა შედგება ნათურის ტარისაგან, რომელზეც მრავალი პატარა ნათურაა დამაგრებული, რაც შეეხება ამ ნათურებს, მათ აქვთ ამპულა, რომლის შიგნით მდებარეობს მემბრანა და კონტრასტური სადენი. მემბრანა აგებულია ფენებისაგან : ზევითა ფენა ნახევრად გამჭირვალეა, შუანა ფენა ატარებს დენს ერთი ფენიდან მეორეში, ხოლო ქვედა ფენა თავისუფალი ელექტრონებისგან შედგება. დენი ერთი ფენიდან მეორეში გადადის. თითოეული ელექტრონი ენერგიას სინათლის სახით გამოყოფს. | |
|