Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » ნიკოლოზ კოპერნიკი
10:28 PM
ნიკოლოზ კოპერნიკი
გენიალური პოლონელ-პრუსიელი ასტრონომის,რომლის აღმოჩენამაც საფუძველი ჩაუყარა "ჰელიოცენტრულ სისტემას" - ნიკოლოზ კოპერნიკის (1473-1543 წლები),საფლავი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად მიიჩნეოდა.იგი გარდაიცვალა პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ ფრომბორკში 1543 წლის 24 მაისს,სადაც დაკრძალულ იქნა კიდეც,თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა ნიკოლოზ კოპერნიკის განსასვენებლისა,უცნობი რჩებოდა 2005 წლამდე.ქალაქ ფრომბორკის საკათედრო ტაძრის არქეოლოგიური კვლევისას 2005 წელს,აღმოჩენილ იქნა ადამიანის თავის ქალა და ძვლები."დნმ"-ს ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა,რომ აღნიშნული ნეშტი - ნიკოლოზ კოპერნიკის გახლდათ.2010 წლის 20 მაისს დაიწყო ცერემონია - ნიკოლოზ კოპერნიკის ნეშტის დაკრძალვისა ქალაქ ფრომბორკში მდებარე საკათედრო ტაძარში,სადაც სიცოცხლეში მეცნიერმა თავისი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენენბი გააკეთა.სანამ ფრომბორკამდე მის ნეშტს ჩაასვენებდნენ,მანამდე მისი "სასახლე" ვარმინო-მაზურის სავოევოდოში,დობრე-მიასტოში (ქალაქი პოლონეთში),ვიძბარკ-ვარმინში,ორნეტაში,პენენჟნოსა და ბრანევოში იქნა სპეციალურად გატარებული,რადგან ეს ის ადგილებია,სადაც დიდ მეცნიერს მისი ცხოვრების ნაწილი გაუტარებია და ამ რეგიონებსა თუ ქალაქებთან ყოფილა დაკავშირებული.2010 წლის 22 მაიის ნიკოლოზ კოპერნიკის ნეშტი დაკრძალულ იქნა ფრომბორკის საკათედრო ტაძარში.მისი ნეშტის დაკრძალვის ცერემონიას უამრავი მეცნიერი,სასულიერო პირი და უბრალო მოქალაქე დაესწრო.ამასთანავე მისი ნეშტის დაკრძალვის ცერემონია სპეციალურად დაამთხვიეს ქალაქ ფრომბორკის დაარსებიდან 750 წლისთავს.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 918 | დაამატა: balu | ტეგები: koperniki, nikoloz, kopernikis, ნიკოლოზ კოპერნიკი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.