4:12 PM ოგიუსტ კონტი | |
გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი - ოგიუსტ კონტი (1798-1857 წლები),რომელიც გახლდათ "პოზიტივიზმის" ფუძემდებელი და "სოციოლოგიის",როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების დამაარსებელი,"შიზოფრენიით" ახალგაზრდობის ასაკიდანვე იტანჯებოდა.28 წლის ასაკში მას დაემართა,ფსიქიატრიაში ცნობილი ტერმინით,მოვლენა "შიზოფრენიული ბოდვითი სიგიჟე",რა დროსაც ცდილობდა საკუთარი ხელით დაეხრჩო მეუღლე (კაროლინა მასენი) და ამის შემდგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.საბედნიეროდ აღნიშნული ფაქტი მან ვერ განახორციელა და იგი გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.მას მკურნალობას უწევდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იმ პერიოდის ფრანგი ფსიქიატრი ჟან-ეტიენ დომინიკ ესკიროლი.ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ოგიუსტს,აღნიშნული ექიმი კიდევ ათი წლის მანძილზე მკურნალობდა,ხან სახლში,ხანაც საავადმყოფოში.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ოგიუსტი მიუხედავად გართულებული ფსიქიკური მდგომარეობისა წერს ისეთ ნაშრომებს,როგორებიცაა: "ინტელექტუალური ევოლუცია კაცობრიობისა","კურსი პოზიტიური ფილოსოფიისა","სუბიექტური სინთეზი","პირველი მეცნიერულ-სოციალური კონცეფცია","სახელმწიფო და სამართალი" და სხვა ცნობილი ნაშრომები. | |
|