Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 13 » პაულ ერლიხი
7:25 PM
პაულ ერლიხი
პაულ ერლიხი დაიბადა 1854 წლის 14 მარტს,პოლონეთის ქალაქ შტრელენში (სილეზიის ისტორიული მხარე).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს გერმანელ მედიკოსს,იმუნოლოგს,ბაქტერიოლოგსა და ქიმიკოს,რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული "ქიმიოთერაპიით მკურნალობის" მეთოდის შემოღება.1908 წელს მას მიენიჭა "ნობელის პრემია" მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.წარმომავლობით პაული შეძლებული ებრაული ოჯახიდან გახლდათ და ოთხ დედმამიშვილს შორის მხოლოდ ის იყო ბიჭი,დანარჩენი სამი კი გოგონები იყვნენ.პაულის მამა იზმარ ერლიხი საკმაოდ წარმატებული ბიზნესით იყო დაკავებული,ხოლო დედა როზა ვაიგერტი დიასახლისი გახლდათ.დედის ძმა - კარლ ვაიგერტი ცნობილი პატოლოგი გახლდათ და მისმა სამეცნიერო მოღვაწეობამ,იმთავითვე დააინტერესა პაული.იგი მუშაობდა სხვადასხვა განხრით: სამედიცინო ბიოლოგიაში,ქიმიაში,ექსპერიმენტალურ პათოლოგიაში და თერაპიაში.მანვე დაადგინა რამდენიმე ფორმა ლეიკოციტებისა,რის საფუძველზეც დისერეციანცია გაუწია ლეიკოზების ფორმებს და შექმნა დუალისტიკური თეორია,რომელსაც "ჰემოპოეზად" მოიხსენიებენ მედიცინაში.პაული ირწმუნებოდა,რომ სხეულის უჯრედები უდიდეს გავლენას თამაშობდნენ ადამიანის იმუნური სისტემის რეაქციაზე.აღნიშნულმა კი უდიდესი როლი ითამაშა იმუნოლოგიის განვითარებაში და დიდი მხარდაჭერა ჰპოვა სამედიცინო მეცნიერების სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან.მანვე ითამაშა დიდი როლი "ჰისტოლოგიაში" (მეცნიერება მცენარეებისა და ცხოველების უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპული აგებულების შესახებ).1891 წლიდან,პაული აქტიურად დაკავდა "ინფექციური დაავადებების" სამკურნალო მეთოდების შემუშავებაში,ქიმიური საშუალებების გამოყენებით.მსოფლიო აღიარება პაულს მოუტანა "პრეპარატ 606"-ის იგივე "სალვარსანის" შემუშავებამ (სიფილისის საწინააღმდეგო პრეპარატი),რომელიც საუკეთესო საშუალებად იქცა ამ დაავადების სამკურნალოდ.ერლიხ პაული გარდაიცვალა 1915 წლის 20 აგვისტოს,ბად-ჰომბურგში (გერმანია).მის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილი სამედიცინო მეცნიერებაში განუზომლად დიდია და პაულის მიერ შემუშავებული მეთოდები,ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ სამკურნალოდ.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 828 | დაამატა: balu | ტეგები: erlixi, Paul, პაულ ერლიხი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.