Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » პიერ ბაზილი - "რიჩარდ I ლომგულის მკვლელი რაინდი"
8:06 PM
პიერ ბაზილი - "რიჩარდ I ლომგულის მკვლელი რაინდი"
პიერ ბაზილი - რომელიც ასევე ცნობილია,როგორც ბერტრან დე გურდუნი,ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XII საუკუნეში.იგი წარმოადგენდა იმ ფრანგ რაინდს,რომელმაც არბალეტიდან გასროლით მოკლა,ინგლისის ლეგენდად ქცეული მეფე - რიჩარდ I ლომგული (1157-1199 წლები).1199 წლის 26 მარტს,მაშინ როდესაც რიჩარდ ლომგულსა და მის არმიას,საფრანგეთში ალყაში ჰყავდა მოქცეული შალიუს ციხე-სიმაგრე,რიჩარდმა მოიხსნა ტანზე შემოსილი აბჯარი,რა დროსაც პიერ ბაზილმა მას არბალეტით მიაყენა ჭრილობა.თუმცა იმ დროს რიჩარდი არ დაღუპულა.მეფეს მხოლოდ რამდენიმე თვის გასვლის შემდგომ განუვითარდა განგრენა,რომელიც გამოწვეული იყო აღნიშნული ჭრილობიდან და რომელმაც რიჩარდ ლომგული იმავე წლის 6 აპრილს,საბოლოოდ შეიწირა კიდეც.
"შალიუს ციხე-სიმაგრის" დამცველებს შორის,მხოლოდ და მხოლოდ ორი ფრანგი რაინდი იყო და მათ ინგლისელები სახეზე კარგადაც იცნობდნენ.ცნობილია ისიც,რომ ციხე-სიმაგრე არ იყო კარგად დაცული,რის გამოც ინგლისელებისათვის მისი აღება პრობლემას არ წარმოადგენდა და შესაძლოა ითქვას ამ ალყით ისინი ერთობოდნენ კიდეც.სწორედ მოწინააღმდეგის შეუფასებლობა გახდა მიზეზი იმისა,რომ რიჩარდმა არ,ან ვერ გაითვალისწინა ის საფრთხე,რაც ციხე-სიმაგრის დამცველებისაგან მომდინარეობდა და უარი განაცხადა აბჯრის ჩაცმაზე,რაც მისთვის "საბედისწერო შეცდომა" აღმოჩნდა.
როდესაც,მეფის დაჭრით განრისხებულმა ინგლისელებმა "შალიუს ციხე-სიმაგრე" აიღეს,სხვა ტყვეებთან ერთად,ტყვედ აიყვანეს რიჩარდის სასიკვდილოდ დამჭრელი რაინდი - პიერ ბაზილი.თუმცა რიჩარდმა (როგორც ყოველთვის),კვლავ გამოამჟღავნა უდიდესი სულგრძელობა და ბრძანა,რომ იგი სიკვდილით არ დაესაჯათ.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ფრანგი რაინდი მეფემ 100 შილინგითაც კი დააჯილდოვა.1199 წლის 6 აპრილს,რიჩარდ I ლომგული,პიერის მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.რის შემდეგაც იმავე დღეს (1199 წლის 6 აპრილი),მეფის სიკვდილით განრისხებულმა ინგლისელებმა - პიერ ბაზილს ცოცხლად გააძრეს ტყავი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოახრჩვეს უსაშინლესად ნაწამები რაინდი.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 930 | დაამატა: balu | ტეგები: პიერ ბაზილი - რიჩარდ I ლომგულის მკვ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.