Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » პლატონის ბიოგრაფიიდან...
10:33 PM
პლატონის ბიოგრაფიიდან...
გენიალური ძველბერძენი კლასიკური ხანის ფილსოფოსი,სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი - პლატონი (ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),სიყმაწვილეში პოეზიითა და მწერლობით იყო გატაცებული.ძვ.წ.აღ-ით 408 წელს როდესაც პლატონი თეატრში მივიდა,სადაც მის მიერ დაწერილი ტრაგედია მიიტანა,იქვე სრულიად შემთხვევით შეხვდა სოკრატეს,რომელთანაც გასაუბრებამ მასზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება,რომ სოკრატეს თანდასწრებით მის მიერ დაწერილი ტრაგედია ცეცხლში შეუძახა და მას შემდეგ ფილოსოფიით დაკავდა,თუმცა აღსანიშნავია,რომ მანამდე მისი მასწავლებელი გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი - კრატილი.მოგვიანებით ძვ.წ.აღ-ით 387 წელს პლატონი აარსებს ათენის ცნობილ "პლატონის აკადემიას".ძვ.წ.აღ-ით 389 წელს მიემგზავრება სამხრეთ იტალიაში და სიცილიაში,სადაც დაუკავშირდა "პითაგორელებს".სიცილიაში წასვლის მისი უმთავერსი მიზეზი გახლდათ - დიონისე უფროსის დახმარებით (ძვ.წ.აღ-ით 407-367 წლები,რომელიც შემდგომში გახლდათ დაუნდობელი სირაკუზელი ტირანი),ჩამოეყალიბებინა იდეალური სახელმწიფო - თანასწორუფლებიანი ადამიანებით,რაც მისი ფილოსოფიის უმთავრესი მოტივაცია გახლდათ.სიცილიაში ჩასვლის შემდეგ პლატონი დიონისეს ერთ-ერთი მრჩეველი ხდება,მაგრამ დიონისემ პლატონის რჩევები არად ჩააგდო და სახელი გაითქვა არა,როგორც იდეალური სახელმწიფოს მშენებელმა,არამედ როგორც დაუნდობელმა და სასტიკმა მმართველმა.შესაბამისად პლატონის იდეები ვერ განხორციელდა და დიონისემ - პლატონი "მონად" გაყიდა.მონობიდან კი უდიდესი ფილოსოფოსი პლატონი,მისმა ოპონენტმა ფილოსოფიაში - არქიტე ტარენტელმა (ძვ.წ.აღ-ით 428-347 წლები) გამოისყიდა სულ რაღაც ერთ ტალანტ ვერცხლად.დიდი ბრიტანელი მათემატიკოსი,ლოგიკოსი და ფილოსოფოსი - ალფრედ ნორთ უაიტჰედი (1861-1947 წლები) წერდა: "მთელი ევროპული ფილოსოფია,რეალურად - რიგია პლატონის ფილოსოფიის შენიშვნებისა".
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 956 | დაამატა: balu | ტეგები: platonis biografia, platoni, პლატონის ბიოგრაფიიდან... | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.