10:01 PM პტოლემეს კოსმოგრაფია | |
ერთ-ერთი უდიდესი ალექსანდრიელი ასტრონომის,მათემატიკოსისა და გეოგრაფის - კლაუდიუს პტოლემეს,მიერ შექმნილი ატლასი,სათავედ დაედო ბოლონიაში 1477 წელს გამოცემულ გეოგრაფიულ წიგნს - "კოსმოგრაფია",სადაც პტოლემეს (87-165 წლები) მიერ შედგენილი ატლასის ზუსტი ასლია აღებული.გარდა ამისა ამ წიგნში ანტიკური ხანის სხვა რუკებიც არის დატანილი და ორიგინალი რუკები კი დღემდე დაკარგულად ითვლება.ფაქტიურად აქ მოყვანილი გეოგრაფიული რუკები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და განსხვავება ძალიან მცირედია მათ შორის.მათზე დაკვირვებისას ადამიანი გამოიტანს დასკვნას,რომ ანტიკური ხანის მეცნიერები ძალიან კარგი კარტოგრაფები იყვნენ.მიუხედავად იმისა,რომ პტოლემემ შექმნა მთელი რიგი რუკები (პტოლემეს კოსმოგრაფიიდან),მხოლოდ ეს ატლაში შემორჩა ისტორიას.წიგნი ეკუთვნოდა ბრიტანელ კოლექციონერს - ლორდ ვარდინქტონს,რომელსაც ამ წიგნის გარდა კიდევ 700 ძველი წიგნი და 60000-მდე ძველი რუკაც გააჩნდა.2004 წელს გაჩენილმა ხანძარმა ლორდის სახლში კინაღამ გაანადგურა ეს უნიკალური კოლექცია.თუმცა მეზობლების დახმარებით ხანძარი ჩააქვრეს და კაცობრიობას გადაურჩა უძველესი ატლასები,ხელნაწერები,წიგნები და სხვა.ლორდ ვარდინქტონის გარდაცვალების შემდეგ კი "პტოლემეოსის კოსმოგრაფია" 2006 წლისათვის "Sotehby's აუქციონზე იქნა გატანილი და გაყიდული 3,99 მილიონ დოლარად.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ეს წიგნი ერთ-ერთ უიშვიათეს წიგნად არის მიჩნეული მსოფლიოში. | |
|